From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ხელმოსაწერები_ ელ.მთავრობის საკითხები_11.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 11.12.2020 06:28

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 52670 - პროექტი ითვალისწინებს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრას.
  2. განათლება 52665 – სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  3. განათლება 52662 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ -შემოქმედებით საქართველოსადა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას შორისშემოქმედებითი გარდასახვა - შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების  გაძლიერება, კვლევის, ცნობადობის გაზრდისა და სტრატეგიის შემუშავების გზით” აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
  4. ეკონომიკა 52649 - მთავრობასთან თანხმდება, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობასა  და შპს „Georgian Huashun International Industrial Investment Group“ შორის 2015 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ ხელშეკრულება.
  5. ეკონომიკა 52646 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „საკრედიტო საგარანტიო სქემა“. კერძოდ ხანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად დაწესებული საშეღავათო პერიოდი, ასევე პროგრამაში პარტნიორ უწყებად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კვალიფიციური პორტფელის დათვლის მიზნით, ერთვება საქართველოს ეროვნული ბანკი. იცვლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტის გადანაწილების წესი და ხორციელდება რამდენიმე ტერმინოლოგიური შესწორება.

    ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, ცვლილება შეეხება პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს, ასევე უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს. ამასთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად განხორციელდა რამდენიმე ტერმინოლოგიური შესწორება.
  6. შსს 52642 - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, „56 17 - StopCoV ფონდის“ - ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს თანამშრომელთა კომპიუტერული და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ინვენტარის, საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. ეკონომიკა 52627 - სსიპსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა თანხმობა, 2021 წლის საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს უნივერსალური გაზო-ანალიზატორის სახელმწიფო შესყიდვა.
  8. საგარეო 52614 - ცვლილება შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება უფლება, გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშები, დაჯილდოების წესი და პირობები.
  9. მთავრობა 52584 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს: სატელევიზიო მოწყობილობის გადამცემი სერვისით (IP TV) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 12480.00 ლარის ღირებულების ფარგლებში (დღგ-ის ჩათვლით).
  10. მერია 52499  - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, იმ პირებს, ვისაც ჯიხურის გამოყენების უფლება ჰქონდა, გაუვიდა ვადა ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, გაუხანგრძლივდებათ ჯიხურის გამოყენების უფლება ამავე ვადამდე, 2021 წლის 1 ივლისამდე.
  11. ფინანსები 52497 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს მიეცემა  თანხმობა განახორციელოს Oracle მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვა.
  12. მთავრობა 52430 - სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლებიდან ეტაპობრივად გამოყოფს თანხას 2021 წლისათვის - 700 000 ლარის ოდენობით, საიდანაც მოხდება, მთელი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე  თანამდებობრივი სარგოს გაცემა, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენა და  მათი სხვა სამსახურებრივი საჭიროებების დაკმაყოფილება.
  13. თავდაცვა 52419 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  14. თავდაცვა 52417 - ორი თვის განმავლობაში სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში ფიქსირებული შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხები გაიცემა ჰოსპიტალის მიერ კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების ფარგლებში მობილიზებული სახსრებიდან.
  15. ფინანსები 52348 - საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების ვადა იზრდება 2022 წლის პირველ იანვრამდე.
  16. გარემო 52330 - ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიეცემა   თანხმობა განახორციელოს სანავიგაციო სისტემის საშუალებით ავტომობილების საგზაო მოძრაობის კონტროლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
  17. გარემო 52224 - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს შესყიდვის ობიექტის 480 კომპლექტი პალენური ღობის სახელმწიფო შესყიდვა.
  18. ფინანსები 52139 - „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის, საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნების ორივე ტურის დროს საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯების და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზნით,  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოეყოფა 8 066 310 ლარი.
  19. იუსტიცია 51998 - სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ მიეცემა  თანხმობა, პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს  კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  20. იუსტიცია 51984 - სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ მიეცემა  თანხმობა, პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს  კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

     

ხელმოსაწერი:

 

  1. 52660 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განახორციელებს სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებების  სახელმწიფო შესყიდვას.

 

პატივისცემით,  

ნათია