| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ხელმოსაწერები_ ელ.მთავრობის საკითხები_10.12.20 |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.12.2020 05:21 |
მოგესალმებით,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
ხელმოსაწერი:
1. 51541 - ხელი ეწერება ,,სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და განათლების სფეროში ნორვეგიის საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრსა (Norwegian Centre for International Cooperation in Education − SIU) და ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტს (UiT The Arctic University of Norway) შორის 2017 წლის 3 თებერვალს გაფორმებულ საგრანტო დოკუმენტში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.
2. 51839 - ხელი ეწერება სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მიზნით, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა)
3. 51805 - ხელი ეწერება სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (33 ავტომანქანაზე GPS სატელიტური სისტემის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა)
4. 51799 - ხელი ეწერება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ელექტრომოწყობილობების და აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა)
5. 51797 - ხელი ეწერება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა)
6. 51860 - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ((სამინისტროს ორ სერვერულ ცენტრს შორის დახურული ოპტიკური კავშირის (Dark Fiber) მოწყობის და შემდგომი მომსახურების) ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა).
7. 51859 - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა (ძირითადი ინტერნეტ კავშირი))
8. 51866 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
9. 51865 - სსიპ - „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ განახორციელებს პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
10. 51864 - სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ფუნქციონირებისა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას.
11. 51863 - იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
12. 51862 - სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
13. 51858 - პროექტის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-დეკემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის მიმართვის მიზნობრიობას საქართველოს სამინისტროები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები შეათანხმებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ან მიმართავენ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.
14. 51857 - სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
15. 51856 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდება უძრავი ქონების (ბახმაროში მდებარე) ურთიერთგაცვლის ხელშეკრულება.
16. 51855 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდება უძრავი ქონების (ბახმაროში მდებარე) ურთიერთგაცვლის ხელშეკრულება.
17. 51854 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Sinohydro Corporation Limited-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი 2 (კმ7+700-კმ14+060) სამშენებლო სამუშაოები).
18. 51853 -ცვლილება შედის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებში, რომლის მიხედვით, სამოქალაქო მშენებლობაზე გათვლილი მოთხოვნები მშენებლობის ნებართვის მიღების/ვადის გაგრძელების მიზნებისათვის არ გავრცელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობაზე და დაზუსტდება მოთხოვნები საერთშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართ, ამასთან, მშენებლობის ორგანიზების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იქნება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მშენებლობის ნებართვის მიღებისას ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას
19. 51846 - მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელს - რგანს.
20. 51845 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა.
21. 51844 -საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განკარგულებაში მოცემული პროექტების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
22. 51843 - საქართველოს მთავრობასა და შპს „უოთერ 2 ვაიარ ჯორჯიას“ შორის დაიდება “ძუღური ჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
23. 51842 - მთავრობასთან თანხმდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდს (IFRS Foundation) შორის „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ტაქსონომიის თარგმნის, გადახედვისა და გამოქვეყნების შესახებ“ გასაფორმებელი ხელშეკრულების (ლიცენზია) პროექტი.
24. 51841 - სსიპ კოლეჯ „მოდუსი“ განახორციელებს საფეიქრო ნაწარმისა და დაკავშირებული ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
25. 51838 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებს ატმოსფერულ ჰაერში H2S-ის, SO2-ისა და ნახშირწყალბადების მზომი ხელსაწყოს სახელმწიფო შესყიდვას.
26. 51830 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
27. 51809 - სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო პროექტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
28. 51808 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს ინდივიდუალური მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
29. 51796 - ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს სარეგისტრაციო ჟურნალების, ფორმების და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
30. 51795 - ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს სმართბარათების სახელმწიფო შესყიდვას.
31. 51794 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს ინტერნეტ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
32. 51793 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (UN FAO) გასაფორმებელ საპროექტო შეთანხმებას.
33. 51792 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, განახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებზე ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემებით (GPS ან ეკვივალენტი) მონიტორინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
34. 51786 - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, მის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენის ძრავის საწვავის მაღალი წნევის მარეგულირებელი ტუმბოს გამოცდის, დიაგნოსტიკის, დეფექტაციის და სარემონტო სამუშაოების, ასევე მისი ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის 2020-2021 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
35. 51785 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, განახორციელებს მოტოციკლეტების, ველოსიპედების და მოტოციკლეტის ეტლების სახელმწიფო შესყიდვას.
36. 51783 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
37. 51782 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს სხვადასხვა მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
38. 51730 - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
39. 51728 - სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, განახორციელოს გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
40. 51727 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ხე-ტყის დაკოტრილი სახით გადაცემას სოციალურად შეჭირვებულ პირებზე.
41. 51708 - სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცემა უფლება „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 214125.00 ლარის ფარგლებში.
42. 51674 - პროექტი ითვალისწინებს, დღეის მდგომარეობით რეგულირების ქვეშ არსებული ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრებას.
43. 51672 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „ვარციხე-2005“-სთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას მის საკუთრებაში არსებული ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის (ვარციხეჰესი) მიერ გამომუშავებული მხოლოდ იმ ელექტროენერგიის ნაწილში, რომელსაც ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრულ შესაბამის საანგარიშო პერიოდში არ მოიხმარს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ობიექტები.
44. 51607 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის N9 (გარანტი რებული სიმძლავრე 180მგვტ), N3 (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ), N4 ენერგობლოკების (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ) და აირტურბინული ელექტროსადგურის (გარანტირებული სიმძლავრე 60მგვტ) გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრამდე.
45. 51593 - გაიმართება მოლაპარაკება „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) ხელშემკვრელ მხარეთა შორის ვიზის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
46. 51583 - ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტად, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის გასაცემად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს 204 600 ლარს.
47. 51576 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განკარგულებაში მოცემული პროექტების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
48. 51538 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ერთი ერთეული “Wildcard” ტიპის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოებისა და ორი ერთეული მულტიდომენური კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატების სახელმწიფო შესყიდვას.
49.
51536 -
მთავრობასთან თანხმდება,
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd-ს შორის 2019 წლის 4 იანვარს გაფორმებული №UWSCG-ICB-GUD-02-2018 ხელშეკრულების
(ხელშეკრულების საგანი: გუდაურში წყალარინების შემკრები სისტემისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა) №1 ცვლილება
ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღვრება 759 დღე.
კანონპროექტი:
პატივისცემით,
ნათია