From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ხელმოსაწერები_ ელ.მთავრობის საკითხები_09.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 09.12.2020 13:02

           გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

 

ხელმოსაწერი:

  1. ჩვენია -51541 - ხელი ეწერება ,,სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და განათლების სფეროში ნორვეგიის საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრსა (Norwegian Centre for International Cooperation in Education − SIU) და ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტს (UiT The Arctic University of Norway) შორის 2017 წლის  3 თებერვალს გაფორმებულ საგრანტო დოკუმენტში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.
  2. 51708 - სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცემა უფლება „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 214125.00 ლარის ფარგლებში.51674 - პროექტი ითვალისწინებს, დღეის მდგომარეობით რეგულირების ქვეშ არსებული ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრებას.
  3. 51672 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „ვარციხე-2005“-სთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას მის საკუთრებაში არსებული ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის (ვარციხეჰესი) მიერ გამომუშავებული მხოლოდ იმ ელექტროენერგიის ნაწილში, რომელსაც ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრულ შესაბამის საანგარიშო პერიოდში არ მოიხმარს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“  საკუთრებაში არსებული ობიექტები.
  4. 51607 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, გარდაბნის  თბოელექტროსადგურის N9  (გარანტი რებული სიმძლავრე 180მგვტ), N3  (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ),  N4 ენერგობლოკების (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ) და აირტურბინული ელექტროსადგურის (გარანტირებული სიმძლავრე 60მგვტ) გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრამდე.
  5. 51593 - გაიმართება მოლაპარაკება „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) ხელშემკვრელ მხარეთა შორის ვიზის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
  6. 51583 - ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტად, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის გასაცემად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს 204 600 ლარს.
  7. 51576 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განკარგულებაში მოცემული პროექტების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  8. 51538 - საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტრო განახორციელებს ერთი ერთეული “Wildcard” ტიპის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოებისა და ორი ერთეული მულტიდომენური კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატების სახელმწიფო შესყიდვას.
  9. 51536 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd-ს შორის 2019 წლის 4 იანვარს გაფორმებული №UWSCG-ICB-GUD-02-2018 ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: გუდაურში წყალარინების შემკრები სისტემისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა) №1 ცვლილება ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღვრება 759 დღე.

პატივისცემით,    

ნათია