მოგესალმებით,
ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და ,,ქალი და რეალობა" გიწვევთ კვლევის ანგარიშის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისათვის" პრეზენტაციაზე. კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია გაიმართება 2021 წლის 05 თებერვალს, 16:00 საათზე.
ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, შშმ ქალები კვლავ აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოების ცხოვრებაში მათ სრულ ჩართვასა და მონაწილეობას. სწორედ შშმ ქალთა და შშმ პირთა ორგანიზაციებში მათი ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად აღნიშნული კვლევა.
პაროლი: 125145
Meeting ID: 863 9352 9134
ანგარიში მომზადდა ორგანიზაციების - ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და ,,ქალი და რეალობა" მიერ, პროექტის ,,ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგოების ხმის გასაძლიერებლად" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ,,სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში".
საუკეთესო სურვილებით,
ანა აბაშიძე,
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR
თბილისი 0193, ალექსიძის 1, კორპ. #2; ბ.26
ტელ: + 995 032 2 33 13 56;
ელ. ფოსტა: phr.georgia@gmail.com
Partnership for human Rights - PHR
Tbilisi 0193, Aleksidze 1; Block #2 , Apt. 26
Tel: + 995 032 2 33 13 56;
E-mail: phr.georgia@gmail.com