ქალბატონო თამილა
გიგზავნით სააგენტოს საშტატოების და შტატგარეშეების განაწილებას.
შტატგარეშეებიდან 16 პოზიცია ისევ ვაკანტურია. შერჩეული კანდიდატებიდან ზოგზე უარი მოგვივიდა და ზოგმაც თვითონ განაცხადი უარი. ეს ყველაფერი ასახულია გამოგზავნილ ფაილში.
რაც შეეხება შტატიანებს: თანხმობის მოსვლას ველოდებით მიგრაციის დეპარტამენტზე მთლიანად და რამდენიმე სპეციალისტზე მონიტორინგის სამმართველოდან და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტიდან.
თეა ხორავას გათვალისწინება დაგვავიწყდა. თეას გამოგზავნილი ჰქონდა თავისი სივი მხოლოდ იმ პოზიციაზე სადაც ავიყვანეთ მაკა გოჩიტაშვილი. ვთქვით რომ ხელშეკრულებით ავიყვანდით, მაგრამ თანხმობაზე რომ გავაგზავნეთ სია, იმ სიაში ჩასმა დაგვავიწყდა. ახლა გიგზავნით მის CV-ს.
სექტემბრის ტრენინგები:
პირველი ტრენინგები ასე დაიგეგმა: პირველი ჯგუფი 7-8-9 სექტემებრი, მეორე ჯგუფი - 14-15-16 და მესამე ჯგუფი -17-18-19. ორი ჯგუფი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში და ერთი ჯგუფი -დასავლეთში. ამ ტრენინგებს დაესწრებიან როგორც ფრონტის ძველი და ახალი თანამშრომლები, ისე თანამშრომლები დასაქმების დეპარტამენტიდან, იმიტომ რომ სერვისმოდელი მათთვისაც სიახლე იქნება. მე მაქვს სურვილი ერთ ტრენინგს (პირველ ჯგუფთან) დავესწრო თავიდან ბოლომდე, რათა შევხედო მეთოდოლოგიას და შემდგომ ტრენერებთან ერთად შევაფასო ტრენინგის შედეგები. მოერე და მესამე ჯგუფებთან დავესწრები მხოლოდ პირველ დღეებს თუ ბოლომდე დარჩენის აუცილებლობა არ შეიქმნება. თქვენ გაგითვალისწინოთ რომელიმე ტრენინგში რომელიმე დღეს?
ტრენინგები იქნება 3 დღიანი. პირველ დღეს იქნება სააგენტოს სტრუქტურის, საქმიანობისა და პროგრამების განხილვა-გაცნობა, მეორე დღეს ახალი სერვის მოდელი (გაიდლაინები როგორც საუშაოს მაძიებელთან ისე დამსაქმებლებთან)
200 ლარიანი კომპენსაციები:
ბაკურმა მითხრა რომ გიორგი წოწკოლაური ვერ შეძლებს თქვენი როგორც სააგენტოს დირექტორის უფლებამონაცვლეობას, რადგან ის საგენტოს თანამშრომელი არ არის. ორშაბათიდან მე სამსახურში გავდივარ და აგვისტოს თვის გადარიცხვა შეგვიძლია გავაკეთოთ 31 აგვისტოს და თქვენ თუ არ იქნებით, მე შემიძლია ვიყო უფლებამონაცვლე. დადგენილებით გადარიცხვის განხორციელება უნდა მოხდეს არაუგვიანეს თვის 30 რიცხვისა, მაგრამ რადგან 30 აგვისტო არის დასვენების დღე, გადარიცხვა რომ 31 აგვისტოს განხორციელდეს არ იქნება დარღვევა. თუმცა კარგი იქნებოდა გადარიცხვა რომ პარასკევამდე შეგვძლებოდა.
პატივისცემით
ნინო