From : nato natenadze <nato.natenadze@gmail.com>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : შრომის ინსპექციის სამართალდარღვევათა ოქმების განმხილველი კომისიის N1 სხდომა
Received On : 30.07.2020 09:07
Attachments :

ქალბატონო თამილა,

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 ივლისის №01-361/ო ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შექმნილი საჩივრების განმხილველი კომისია იწყებს ფუნქციონირებას, რისთვისაც პირველი სხდომა შედგება 2020 წლის 5 აგვისტოს 14:00 საათზე  (მე-8 სართულზე).

 

თემის აქტუალობის გათვალისწინებით, სხდომაზე განხილულ იქნება კვებისა და გასართობი ობიექტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხი. ხსენებულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის მიზნით, ასევე მოწვეულნი არიან საჩივრის ავტორები ან/და მათი წარმომადგენლები.

 

ამრიგად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, გიგზავნით №1 სხდომის დღის წესრიგს, განსახილველ საჩივრებს, მასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების მასალებსა და №17 რეკომენდაციას.

 

 

 

პატივისცემით,

 

ნატო ნათენაძე

 

 

 

საქმისწარმოების მასალების ლინკი: https://we.tl/t-QavbY2uQaQ