From : PR Ombudsman <pr@ombudsman.ge>
To : pr@ombudsman.ge
Subject : შეხსენება! ონლაინ კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“
Received On : 20.11.2020 09:51
Attachments :

 

მოგესალმებით,

 

შეგახსენებთ, რომ  24 ნოემბერს, 12:00 საათზე,  საქართველოს სახალხო დამცველის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართება ონლაინ კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“.

 

ონლაინ კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის.  

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციაზე დასასწრებად უნდა გამოიყენოთ   შემდეგი ბმული: https://zoom.us/j/91549621315

 

თანდართული ფაილით გიზიარებთ ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და დღის წესრიგს.

 

პატივისცემით,

 

 

სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

დ.აღმაშენებლის 150