| From : | Eka Dgebuadze <edgebuadze@mes.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge; Tatia Khocholava <tkhocholava@prevention.gov.ge>; Lado Javakhishvili <ljavakhishvili@prevention.gov.ge>; npharsadanishvili@prevention.gov.ge; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; mmaghlapheridze@moh.gov.ge; m.peradze@mia.gov.ge; lakiashvili <lakiashvili@gov.ge>; nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge>; Keti Pilauri <pilaurik@gmail.com>; ნინო შატბერაშვილი <n.shatberashvili@mandaturi.gov.ge>; Lali Kalandadze <lkalandadze@mes.gov.ge>; Ekaterine Lezhava <elezhava@mes.gov.ge>; Tamar Zhghenti <t_zhghenti@mes.gov.ge>; Lela Tskitishvili <l_tskitishvili@mes.gov.ge>; Nana Naskidashvili <nnaskidashvili@mes.gov.ge> |
| Subject : | შეხვედრა არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებასთან დაკავშირებით |
| Received On : | 25.11.2020 12:26 |
მოგესალმებით,
როგორც
თქვენთვის ცნობილია, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N681 დადგენილებით დამტკიცდა "არასრულწლოვანთა რეფერირების წესი". აღნიშნულის წესის მე-2 მუხლის "ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება".
2020
წლის 1 სექტემბრამდე ამავე წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ამავე წესის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციას ასრულებდა სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი).
მოცემული
მომენტისთვის სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში კვლავ ირიცხება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის საფუძველზე რეფერირებული 8 არასრულწლოვანი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით სკოლა აღარ წარმოადგენს რეფერირების დაწესებულებას.
საქართველოს
განათლების, მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს სკოლის რეორგანიზაციას და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას სკოლის მიღმა დარჩენილი პირებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის.
ცხადია,
ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე არასრულწლოვნებისთვის გარდაუვალად აუცილებელია დივერსიფიცირებული სერვისების არსებობა, რაც კომპეტენციების შესაბამისად რამდენიმე სამინისტროს ჩართულობას საჭიროებს.
ხარისხიანი
და არასრულწლოვნების ინტერესებზე მორგებული მომსახურებების გასავითარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:
არსებული
გამოწვევები ყველასთვის კარგად ცნობილია. გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული ხედვა და დასახული მიზნების მიღწევისთვის შედგეს კონსესუსი ჩართულ უწყებებსა და დარგის სპეციალისტებს შორის.
აღნიშნულის
უზრუნველსაყოფად გთავაზობთ სამუშაო შეხვედრას ონლაინ ფორმატში პლატფორმა MICROSOFT
TEAMS-
ის
მეშვეობით (შეხვედრის ლინკს გამოგიგზავნით მოგვიანებით) 2020 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათზე.