From : Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze1@gmail.com>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Subject : უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაანონსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით
Received On : 22.12.2020 16:00
Attachments :

საღამო მშვიდობის,


როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 22 დეკემბერს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწესებული შეზღუდვებიდან ზოგიერთი რეგულაციის გამარტივების თაობაზე. დაანონსებული შეზღუდვების ასახვა უნდა განხორციელდეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებასა და "სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში.


ვინაიდან მივიღეთ ღნიშნული ცვლილებების პროექტის მომზადების დავალება, ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ის საკითხები, რაც ჩვენი აზრით წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების სფეროს (და არა მინისტრის N01-227/ო ბრძანების), მათ შორის:

- საცალო და საბითუმო ობიექტების მუშაობა დასაშვებია დილის 07:00-დან 19:00 საათამდე (გარდა დისტანციური მუშაობისა) - შეზღუდვის საფუძველზე უნდა მოხდეს სავაჭრო ობიექტების იძულებით დაკეტვა 7 საათის შემდეგ, რაც მათთვის დამატებითი შეზღუდვაა;

- მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით და სავაჭრო სივრცეში არაუმეტეს  20მ2 ერთი მომხმარებლის დაშვებით - ამ შეზღუდვის ფარგლებში ვერ იმუშავებენ 20 კვ.მ-ზე ნაკლები ფართის მაღაზიები;

- მიზანშეწონილია ფასდაკლებები და აქციები გამოცხადდეს დღის პირველ ნახევარში (15:00 საათამდე) და საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტების მხრიდან წახალისდეს დისტანციური ვაჭრობის სხვადასხვა ფორმის გამოყენება - მიუხედავად იმისა, რომ ამ პუნქტის მიხედვით საუბარია მიზანშეწონილობაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილება მას უფრო მაღალ ლეგიტიმაციას მიანიჭებს;

- ტანსაცმლის მაღაზიებში შეიზღუდოს ე.წ. გასახდელი ოთახების ფუნქციონირება, პროდუქციის დაბრუნების ან/და გადაცვლისთვის განისაზღვროს 2021 წლის 01 თებერვლიდან პერიოდი, ასევე სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში შეიზღუდოს კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით - შეზღუდვების ტიპიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დადგენილებაში ჩაიწეროს აღნიშნული შეზღუდვები.


მეორეს მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებით წარმოდგენილი ცვლილებები უნდა აისახოს "სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე​" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის უფროსის ბექა ფერაძის დავალებით გიგზავნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტსა და დაანონსებული შეზღუდვების ჩამონათვალს და გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიციის შესახებ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით.



პატივისცემით
Sincerely

მაია მჭედლიშვილი
Maia Mtchedlishvili
__________________________________________________________________________________________________________

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი/Labour Condition Inspecting Department

მის.: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.144/No 144 Akaki Tsereteli street, Tbilisi, 0119 

ტელ/Tel: +995 32 2510026 (1416)

მობ/Cell +995 (593) 45 44 64


დაფიქრდი სანამ დაბეჭდავ / Think Before you Print