From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : უცხოელი ვიზიტორები
Cc : tikhardziani@gmail.com; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>
Received On : 15.07.2020 11:42
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გამოიცა ხუთი მინისტრის ერთობლივი ბრძანება (გთხოვთ იხ. დანართი) უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოში ბიზნეს/შრომით საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი განაცხადების მიღებისა და თანხმობის გაცემის პროცედურის თაობაზე.


აღნიშნული ბრძანება გამომდინარეობს N322  დადგენილებიდან (იზოლაცია/კარანტინის წესები). ამავდროულად, მოცემული ბრძანების თანახმად, ამ თანხმობიბს გამცემ უწყებაში (სადაც ერთ-ერთი ჩვენც ვართ) განისაზღვრება პირველი და მეორე დონის დადასტურების უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც/რომელთაც, ასევე, განესაზღვრება ელექტრონულ პროგრამაში წვდომის უფლებამოსილება.


პირველი დონის დადასტურების დროს ხდება განაცხადის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში,
მონაცემ(ებ)ის დაზუსტება და შესაბამის პირებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მიიღება პირველი
დონის გადაწყვეტილება თანხმობაზე ან უარყოფითი პასუხის გაცემაზე.
მეორე დონი დადასტურების დროს ხდება პირველი დონის დადასტურების უფლებამოსილი პირის
მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განხილვის
მიზნით, პირველ დონეზე დაბრუნება) და თანხმობის ან უარყოფითი პასუხის გაგზავნა
განმცხადებლისათვის ამ წესის შესაბამისად.


განაცხადების განხილვა განხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 4
სამუშაო დღისა და და უნდა გაიცეს ინგლისურ ენაზე.


ზემოხსენებული პროცედურების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი პირველ და მეორე დონეზე უფლებამოსილი პირების კანდიდატურები, რათა ჩვენ ვუზრუნველყოთ შესაბამის ბრძანების პროექტის მომზადება ზემოხსენებული პროცედურების უზრუნველყოსაფად.



პატივისცემით,

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge