| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; mmaghlapheridze@moh.gov.ge; ialadashvili@moh.gov.ge; sokropiridze@moh.gov.ge |
| Subject : | სოციალური მუშაობა |
| Cc : | Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.11.2020 11:05 |
მოგესალმებით,
როგორც იცით "სოციალური მუშაობის შესახებ" კანონის თანახმად
1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით.
2. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად.
3. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
ამავე კანონის თანახმად, სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2021 წლის 1 იანვრამდე არაუგვიანეს 3 თვისა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დამიკავშირდა სოც.მუშაკთა ასოციაცია, ხომ არ იგეგმება კანონში ცვლილების შეტანა და გადავადებაო, სხვა შემთხვევაში 2021 წლის იანვრიდან ვინც ვერ გაიარა სერთიფიცირება უმუშევარი დაგვრჩებაო.
არავის არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოვიქცეთ? შორენა, ხომ არ გვაძლევს საშყუალებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი, რომ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში?
პატივისცემით,
თათია