მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
ა(ა)იპ _ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 148-ე სხდომაზე ელექტრონულ ფორმატში განსახილველად წარმოგიდგენთ ფონდში შემოსულ ერთ განცხადებას დაფინანსების
თაობაზე, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ბენეფიციარის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი მკურნალობის დროულად ინიცირება. მკურნალი ექიმის მითითებით (რომელიც
ასევე წარმოადგენს ჯანდაცვის დარგობრივ ექსპერტს) აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებლივი გადაყვანა უცხოეთში საჭირო სამედიცინო
სერვისის მისაღებად.
ასევე გაცნობებთ, რომ ბენეფიციარის დაფინანსების საკითხში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების
პროგრამა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
წარმოდგენილი საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, გთხოვთ დაჩქარებული წესით განიხილოთ
აღნიშნული განცხადება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია წერილზე მიბმულ დოკუმენტში ("კომისიის
ოქმი") და ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ სკანირებული ფორმით ელ-ფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge დღესვე,
2020 წლის 20
ნოემბრის 14:00 საათამდე.
წერილზე
თანდართულია ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია (დაფარული პირადი მონაცემებით) დანართი N1-ის სახით და სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ატვირთული We Transfer-ის პროგრამით).
გთხოვთ, გაეცნოთ
პატივისცემით,
ია
მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი
დირექტორი