მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
ა(ა)იპ _ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 146-ე სხდომაზე ელექტრონულ ფორმატში განსახილველად წარმოგიდგენთ ფონდში შემოსულ - 23 ბენეფიციარის
27 განცხადებას დაფინანსების თაობაზე.
მათ შორის
6 განცხადებით მოთხოვნილია დაფინანსება
უცხოეთის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი
21 განცხადებით - დაფინანსება საქართველოს
კლინიკებში. ჯამში წარმოდგენილია 10
000 (ათი ათასი) ევროს, 84 000 (ოთხმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის და 30
597.60 (ოცდაათი ათას ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და
სამოცი თეთრი) ლარის სამედიცინო
სერვისების დაფინანსების მოთხოვნა (სხვა სახელმწიფო პროგრამების მიერ თანადაფინანსების
გათვალისწინებით).
წერილზე
თანდართულია ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია (დაფარული პირადი მონაცემებით) დანართი N1-ის სახით და სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ატვირთული We Transfer-ის პროგრამით).
გთხოვთ, გაეცნოთ
წარმოდგენილ დოკუმენტაციას, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია წერილზე მიბმულ დოკუმენტში ("კომისიის ოქმი") და ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ სკანირებული ფორმით ელ-ფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge 2020
წლის 2 ნოემბრის 14:00 საათამდე.
პატივისცემით,
ია
მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი
დირექტორი