From : Ekaterine Kardava <EKardava@csb.gov.ge>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : საჯარო სამსახურის ბიუროს კვლევა
Received On : 27.10.2020 08:13
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამილა,

 

გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს კვლევით პროექტსმენეჯერი ქალები საქართველოს საჯარო სამსახურში“, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის ხელშწყობას და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ქალების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, საჯარო მმართველობის სფეროში დასაქმებულ პირთა გამოკითხვა.

 

სიღრმისეული ინტერვიუების სამიზნედ შერჩეულია მმართველობით პოზიციებზე დასაქმებული ქალები, რადგან მათ გამოცდილებისა და კარიერული წარმატებისკენ გავლილი გზის სპეციფიკის გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შესაბამისად, მოგმართავთ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობის მიღებით თხოვნით. იმედს გამოვთქვამ, რომ დაინტერესდებით და დროს გამონახავთ სიღრმისეულ ინტერვიუში მონაწილეობისათვის.

 

ინტერვიუს ჩატარების პერიოდად, რომელიც დაახლოებით 1-1,5 საათს გასტანს და ზუმის დაცული პლატფორმის მეშვეობით გაიმართება, განსაზღვრულია ნოემბრის პირველი 2 კვირა. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ხელსაყრელ დროზე შეთანხმების მიზნით, ბიუროს თანამშრომელი უახლოეს დღეებში დაუკავშირდება თქვენს თანაშემწეს.

 

თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის

 

 

 

Ms. Catherine Kardava


HEAD OF THE CIVIL SERVICE BUREAU OF GEORGIA


PROFESSOR, DOCTOR OF LAW

 

Tbilisi, Georgia                                 Office: + 995 32 2192727 (ext. 111) 
7, Ingorokva St.                                 Mob: +995 599 18 17 07 
www.csb.gov.ge                                E-mail: ekardava@csb.gov.ge

 

ეკატერინე ქარდავა 


საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი


პროფესორისამართლის დოქტორი

. თბილისი                                      Office: + 995 32 2192727 (ext. 111) 
ინგოროყვას . N7                           Mob: +995 599 18 17 07 
 www.csb.gov.ge                                E-mail: ekardava@csb.gov.ge 

logo_sajaro_biuro-01