From : Shorena Kubaneishvili <shkubaneishvili@moh.gov.ge>
To : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
Subject : საშტატო ნუსხის და ანაზღაურების ნაწილი
Cc : bperadze1@gmail.com; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; tbarkalaya@gmail.com
Received On : 25.11.2020 12:49
Attachments :

ქალბატონო მაია,


გიგზავნით ჩვენი მხრიდან მომზადებულ დოკუმენტს, თუმცა შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაკორექტირდეს საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამასთანავე მინდა გაცნობოთ, რომ საშტატოს ნაწილში შრომი​ს ინსპექციის კანონის მე-8 მუხლის თანახმად: 

მთავარი შრომის ინსპექტორი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა  უფლებამოსილებებს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გარდა ამისა, მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და გენდერული ფაქტორი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ.


ზემოხსენებულიდან გამომდინარე შტატში უშუალოდ შრომის ინსპექტორების რაოდენობა ვალდებულებებიდან გამომდინარე 120 პირით არის განსაზღვრული, რომელთა სრულად დაკომპლეტქების შემთხვევაში 2021 წლის  იანვრიდან თანამდებობრივი სარგოს რადენობა (60 პირისთვის 2000ლ და 60 პირისთვის 1800 ლარი) 2,736,000.00 ლარს შეადგენს, თუმცა რეალურად რომ ვიმსჯელოთ ამ ეტაპზე 66 ინსპექტორი გვყავს და იანვრის ბოლოდან თუ დაახლოებით 30 კაცამდე გავზრდით და შემდგომ კიდევ დავამატებთ 1 მარტიდან და რაოდენობას 120 -მდე ავიყვანთ ამ გათვლებით წლის მანძილზე მაქსიმალური რაოდნეობა ხელფასის მხოლოდ ინსპექტორებისთვის 2,234, 400ლარი. 

აღნიშნული კი გვაძლებს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მხოლოდ ხელფასები ჯამში (120 ინსპექტორით და 58 სხვა თანამშრომლით) 3,900,000.00-ს არ აცდება. 


დაკორექტირების შემთხვევაში კი ხელფასების ჭერში განკუთვნილი 4,321,200.00 თანხიდან დარჩენილი თანხის გადანაწილება რეალური სურათიდან გამომდინარე მოხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ჭერში არ გვქონდა გათვალისწინებული შეღუდვებიდან გამომდინარე.


პატივისცემით,

შორენა ყუბანეიშვილი