| From : | office <office@stateinspector.ge> |
| To : | office <office@stateinspector.ge> |
| Subject : | სამსახურის პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია (არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება) |
| Received On : | 21.01.2021 12:27 |
| Attachments : |
პატივცემულო ქალბატონო/ბატონო,
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაციაზე
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, გამოვლენილი ტენდენციები, ამ
სფეროში არსებული გამოწვევები, სამსახურის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიება 2021 წლის 27 იანვარს,
14:00 საათიდან 16:00 საათამდე, დისტანციურ ფორმატში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრების მიზნით ეწვიეთ შემდეგ
ბმულს
(Meeting ID:
930 9562 1675)
რეგისტრაციის გავლის მიზნით, გთხოვთ, შემობრძანდეთ 15 წუთით ადრე.
დეტალური დღის წესრიგი მოგვიანებით გადმოგეგზავნებათ.
გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 2021 წლის 23 იანვრის
დღის ბოლომდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Office@stateinspector.ge.
შეხვედრა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
|
|
|
|
#28იანვარი
#პერსონალურიმონაცემებისდაცვისდღე
პატივისცემით,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვაჩნაძის ქ. 7, 0105, თბილისი, საქართველო
ტელ.: (995 32) 2421000
შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ:
წინამდებარე წერილი კონფიდენციალურია და განკუთვნილია მხოლოდ წერილში მითითებული პიროვნების ან ორგანიზაციისათვის. თუ წერილი თქვენთვის არ არის განკუთვნილი, დაუშვებელია
მისი შინაარსის გამჟღავნება, გავრცელება ან მის შინაარსზე დაყრდნობით ნებისმიერი ქმედების განხორციელება. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ წინამდებარე წერილი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამავე წერილის გამომგზავნს.