| From : | Bela Gogua <bgogua@moh.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | საკითხების ჩამონათვალი |
| Received On : | 30.01.2021 12:19 |
| Attachments : |
მოგესალმები ქალბატონო თამილა,
შეთანხმებისამებრ გიგზავნი იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა მოწესრიგდეს საწყის ეტაპზე:
1. ადამიანური რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის წარმოებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის ჩართვა, რომელიც მოაწესრიგებდა, როგორც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით არსებულ საკადრო პოლიტიკას ასევე სამინისტროს სისტემაში არსებული შიდა პროცედურების გათვალისწინებით თანამშრომელთა დანიშვნა/განთავისუფლების და შესაბამისად ორგანიზაციული თუ საკადრო სამართლებრივი აქტების გამოცემას. სამინისტროდან მობილობით გადმონიშნული თანამშრომლების პირადი საქმეების გადმობარებას, ასევე ახლად დანიშნული პირების პირადი საქმეების მოწესრიგებას, ბაზების წარმოებას ა.შ.
2. საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ნომენკლატურის დამტკიცება, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის;
3. უძრავი ქონების (თამარაშვილის ქ. N15 ა) აღსარიცხად სარგებლობის უფლებით გადმოცემის პროცედურების დასრულება;
· აღრიცხვის კვანძების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) გადმოფორმება (პარარელურად გასარკვევია თამარაშვილის ქ. N15 ა - ში მდებარე შენობის სხვადასხვა სართულებზე არსებულ ფართებში რამდენად შესაძლებელია აღრიცხვის კვანძების კონსოლიდაცია);
· შენობის მესამე სართულზე ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება;
· სამინისტროს მიერ შესყიდული ავეჯის და ტექნიკის გადმოცემა და განთავსება;
· გარე და შიდა ქსელის მოწყობა;
· სამინისტროს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადმოფორმება (შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
· სამართლებრივი აქტების საფუძველზე უნდა განისაზღვრონ პასუხისმგებელი პირები, როგორც შესრულებული სამუშაოს ასევე შესყიდული საქონლის ინსპექტირების განხორციელების მიზნით. ასევე პასუხისმგებელ პირებთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები სსიპ -ის აქტივების ფლობასთან დაკავშირებით (ამ ეტაპზე ავტოპსატრანსპორტო საშუალებები);
· დაინერგოს აღრიცხვის სისტემა, რომლითაც გაკონტროლდება ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თვის განმავლობაში გავლილი კილომეტრაჟი (ოდომეტრის ამონაწერები);
4. ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვისათვის საჭიროა ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა ,,ორისის“ შესყიდვა;
უნდა დაინერგოს ანგარიშსწორებისათვის სატაბელო აღრიცხვის სისტემა;
5. სსიპ - ისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის მიზნით უნდა შეიქმნას სატენდერო კომისია და აპარატი.
პატივისცემით,
ბელა გოგუა
დირექტორის მოადგილე
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“
ტელ/Tel: 2390514 მობ/Cell: 577 297070