| From : | Shorena Okropiridze <shokropiridze@moh.gov.ge> |
| To : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <dkaikatsishvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Maia Mchedlishvili <mmchedlishvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | საკანონმდებლო ვალდებულების გადავადება - ფრიად სასწრაფო |
| Cc : | tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; bperadze@moh.gov.ge; Ana Shikhashvili <ashikhashvili@moh.gov.ge>; Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.12.2020 09:53 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთავრობას უნდა მივაწოდოთ პროექტები, იმ საკანონმდელო აქტეში ცვლილებების, რომელთა გადავადებაც გვინდა წლის ბოლომდე.
მოთხოვნა შემოსულია სოციალური სამმართველოდან, ცვლილება შედის ორ კანონში - სოც. მუშაობის და პრობაციის.
ცვლილებების მიხედვით:
1. პრობაციის კანონში - არსებული ვალდებულბა ნახევრად დახურული ტიპის სააღმზრდებო დაწესებულების შექმნის შესახებ, როგორც იუსტიციის სამინისტროც საქმის კურსშია, ჩვენი სამინიტროს ვალდებულებიდან ამოღებულ უნდა იქნეს, თუმცა რამდენადაც, ამ ეტაპზე ვადი,ს ცვლილების შესაძლებლობა გვაქვს, ვახდენთ მხოლოდ ვადის გადავადებას.
2. სოც. მუშაობის კანონში - ხდება ჩვენი ვალდბულბების (გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი, სოც. მუშაობის პროფესიული სტანდარტის შექმნა და ა.შ.) გადავადება.
ამასთან, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით განსაზღვრულია
სოციალური მუშაკების სერტიფიცირების საკითხები, ასევე, 65-ე მუხლის თანახმად, კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 იანვარი, რის შედეგად, სოც. მუშაკების სერტიფიცირება უკვე დასრულებული უნდა იყოს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც პოლიტიკის დეპარტამენტის წერილიდან ვიტყობთ, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება არ არის დასრულებული, როგორც ვიცით, საჭიროა კანონის 65-ე მუხლის მე-4 პუნქტი გადავადდეს. თუმცა, კანონში ეს პუნქტი განათლების სამინისტროს კომპეტენში წერია, ვფიქრობთ, ამ საკითხზე გვესაჭიროება კომუნიკაცია განათლების მინისტრს მოადგილესთან, რომ მათ დაძრან ცვლილება, ან ჩვენს კანონში გავითვალისწინოთ გადავადების საკითხი (ამასთან გადასაწყვეტია - როდემდე) და მათ დააფიქსირონ განსახვავებული პოზიცია, თუ ექნებათ, რა თქმა უნდა.
მოცემულ კანონპროექტებზე მომხსენებლია ქნ თამუნა ბარკალაია.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ წარმოდგენილი პროექტები და ასევე, მოგვაზოდოთ პოზიცია სოც. მუშაკების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით, შორენა