| From : | Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | სააგენტოს სამოქმედო გეგმა |
| Received On : | 26.01.2021 15:55 |
| Attachments : |
ქალბატონო თამუნა გიგზავნით სააგენტოს სამოქმედო გეგმას.
პირველ გვერდზე მოცემულია რაოდენობრივი ინდიკატორები, რომლებიც რეგიონების მიხედვით არის ჩაშლილი. მეორე გვერდზე ის ღონისძიებები, რომელთა დახმარებით უნდა გავიდეთ ამ სამიზნე მაჩვენბლებზე. ამ ღონისძიებების უმეტესი ნაწილი დროშიც არის გაწერილი. თუმცა, ებერტის ფონდის ღონისძიებები ბოლომდე დროში არ არის გაწერილი, რადგან თვითონ ფონდს არ აქვს ეს გეგმა შეთანხმებული ევროკავშირთან. ასევე ბოლომდე არ არის გაწერილი ღონისძიებები 8.4, 8.5. და 8.6 პუნქტებში აღნიშნული პროექტებისა რადგან თვითონ ეს ორგანიზაციები არიან ჯერ მოსამზადებელ ეტაპზე. ასევე დროში არ მაქვს გაწერილი გრანტების გამოცხადების საკითხი (სულ ბოლო 16 პუქტი), რადგან არ ვიცი როდის იქნება მაგის სიტუაცია რომ გრანტის ნებართვა მივიღოთ.
ასევე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირი მითითებულია, მაგრამ ქვეღონისძიებები ამ გეგმაში ღიად არის დატოვებული, მაგრამ აუცილებლად გაიწერება პასუხისმგებელი პირები რეგიონულ სამოქმედო გეგმებში.
ეს ძირითად გეგმა გაზიარებული და გავლილია რეგიონების წარმომადგენლებთანაც და ისინი მუშაობენ რეგიონულ გეგმებზე. რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა დამჭირდა და მგონი გავდივართ ბოლოში.
რაც შეეხება საკომუნიკაციო გეგმას. ამაზეც ვმუშაობთ მე და ლალი. დედლაინი დათქმული გვაქვს 7 თებერვალი, რომლისთვისაც გეგმა მზად უნდა იყოს. და მერე შევძლებ რომ გაგიზიაროთ.
პატივისცემით
ნინო