ქალბატონო თამილა
გიგზავნით ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტებს.
სააგენტოს საშტატოს რამდენიმე ვერსია მოვამზადე:
პირველი ვარიანტში თვიური საშტატო ბიუჯეტი თითქმის იგივეა, რაც წელს 81 ათასი ლარი და საშტატოს რიცხოვნობა დარჩა 51. აქ მრჩევლის ხელფასი შევმაცირე და სამაგიეროდ ხელფასები მოვუმატე 1500 ლარამდე ბუღალტრებს, იურისტს და შესყიდვებს. ასევე 1000 ლარამდე ავწიე 900 ლარიანი ხელფასი და 900 ლარამდე 700 ლარიანი ხელფასი. დანარჩენი ხელფასები დავტოვე უცვლელად. მრჩევლის პოზიცია შეგვიძლია მომავალ წელსაც ვაკანტური დავტოვოთ. აიტი დეპარტამენტის შექმნისთვის ალტერნატიული ვარიანტი ის მოვიფიქრე, რომ დეველოპერები ავიყვანოთ "დასაქმების პროგრამების ფარგლებში ხელშეკრულებით.
რადგან იქ ერთ-ერთ აქტივობად ვორკნეტის განვითარება არის მითითებული. იმისთვის რომ ამ პროგრამის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრები გამოთავისუფლდეს დეველოპერების ხელფასისთვის, შეგვიძლია კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების ხელფასების დაფინანსება ამოვიღოთ ამ პროექტიდან და გადავიტანოთ მომზადება-გადამზადების პროგრამაში. ამ ცვლილების არგუმენტი არის ის, რომ პროფორიენტაციას და პროფკონსულტაციას, რომელიც წინ უძღვის მომზადება-გადამზადებას ანდა სტაჟირებას, ახორცილებენ კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები. სულ ასეთი უნდა გვყავდეს 15 კონსულტანტი, რომელთა წლიური სახელფასო ბიუჯეტი 180 000 ლარია. ეს თანხა აბსოლუტურად ეყოფა პროგრამისტების ხელფასს. უფრო მეტიც, დასაქმების პროგრამაში შეგვიძლია ქვეპროგრამა გავაჩინოთ დასახელებით "შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება" და გამოვყოთ შესაბამისი ბიუჯეტიც. დასაქმების პროგრამაში კარგი იქნება ასევე ცალკე ქვეპროგრამად გამოვყოთ მხარდაჭერითი დასაქმებაც. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მომავალში ეს ორი ქვეპროგრამა საერთოდ ცალკე გამოეყოს და დამოუკიდებელ პროგრამებად ჩამოყალიბდეს 2022 წელს.
ამ შემთხვევაში დავრჩებით წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში 1 103 000 და ჭერს ზემოთ მოთხოვნილი თანხა იქნება 148 500 ლარი (ხელფასების ჭრილში ჭერს ზემოთ მოთხოვნილი თანხა - 372 ათასი ლარი). ამ თანხას ვანაწილებთ შემდეგნაირად:
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 30 000 ლარი (რაც თვეში 2500 ლარია. თუ აუცილებლად გვჭირდება რომ 3700 ლარი გვქონდეს გათვალისწინებული, მაშინ მოგვიწევს ჭერს ზემოთ 14 400 ლარით მეტი თანხის მოთხოვნა), კომუნალურები - 53 ათასი, დასუფთავება -15 ათასი, იჯარა 3 ოფისისთვის რეგიონებში - 25 ათასი ლარი.
2 ვარიანტი: საშტატო რიცხოვნობა 51, თვიური სახელფასო ბიუჯეტი 73 800
აქაც შემცირებული მაქვს მრჩევლის ხელფასი და აიტი დეპარტამენტი არ მაქვს შექმნილი. ხელფასები ვაკანტური მთავარი და უფროსი სპეციალისტების პოზიციებზე(შერჩეულიც რომ არ გვყავს არავინ) დავწიე მინიმალურ დონეზე. ამ კუთხით საჭირო ხალხი შეგვიძლია დავიქირავოთ პროგრამების ფარგლებში და თან შტატით გათვალისწინებულ რაოდენობასაც შევინარჩუნებთ. ამ ვარიანტში შრომითი მიგრაციის დეპარტამენტში გათვალისწინებული 7 უფროსი სპეციალისტის ხელფასიც დაბლაა დაწეული. თუ ჩვენ შრომითი მიგრაციის პროგრამას შევქმნით ცალკე 2021 წლისთვის, მიგრაციის მიმართულებით კონსულტანტების დაქირავება შეგვეძლება პროგრამის ფარგლებში. (იგივე მოდელი რაც დასაქმების პროგრამაში გვაქვს). წელს კი შევარჩიეთ შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მაგრამ შტატში შეგვიძლია დავნიშნოთ მხოლოდ სამმართველოს უფროსები და მთავარი სპეციალისტები, როგორც ბექში მომუშავე პერსონალი, ხოლო უფროსი სპეციალისტების ნაწილში ხალხი ავიყვანოთ შტატგარეშედ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში. (51 შტატგარეშედან გვყავს 43 ჩემი ჩათვლით). ამ გზით თუ წავალთ მომავალი წლისთვის შტატგარეშეების რიცხოვნობის გაზრდა მოგვიწევს 62 მდე (51 + 4 აიტი + 7 სპეციალისტი მიგრაციაში).
აქაც შეგვიძლია დავრჩეთ წლევანდელი ბიუჯეტის ბარგლებში (1 103 000 ლარი) და ჭერს ზემოთ მოვითხოვთ 148 500 ლარს და საქონელი და მომსახურების მიმართულებით შეგვიძლია მივმართოთ 234 800 ლარი.
საშტატოს მე-3 ვარიანტი გავაკეთე ისე, როგორც პირველად დავგეგმეთ აიტი დეპარტამენტის დამატებით, მთავარი და უფროსი სპეციალისტების ხელფასების მომატებით და დეპუფროსების ხელფასების გათანაბრებით.
ასეთ შემთხვევაში საშტატოს რიცხვი გაიზრდება 54 მდე, თვიური სახელმფასო ბიუჯეტი იქნება 93 300, ხოლო წლიური - 1 210 800 ლარი. საერთო ბიეჯტში ეს სურათი მოცემულია იმ სვეტში რომელსაც პირველი წარდგენა აწერია.
შტატგარეეშების განაწილების ორი ვარიანტი გავაკეთე. ერთში გათანაბრებულია ხელფასები ყველა სპეციალისტისთვის, მეორე ვარიანტში კი დამატებით გავაჩინე პოზიციები შრომითი მიგრაციის სპეციალისტებისთვის.
პატივისცემით
ნინო ველთაური
--
პატივისცემით
ნინო ველთაური
დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
სსსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
მობ:(+995) 591 701 311