| From : | Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge> |
| Subject : | პასუხი ისრაელს |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 19.08.2020 10:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით ისრაელის მიერ სამუშაოს მაძიებლებისთვის მოთხოვნილი სავალდებულო სამედიცინო კვლევების მოცულობითი ჩამონათვალის საპასუხო წერილს.
ვფიქრობ, ამ არგუმენტებით შევძლებთ დავაფიქსიროთ ისეთი პოზიცია, რომ არც მათი მოთხოვნები უგულებელვყოთ სრულად და არც ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს დიდი დანახარჯი.
დოკუმენტის ბოლოს ჩამოთვლილი C ჰეპატიტის, აივ-ინფექციის და ტუბერკულოზის კვლევები ფინანსდება ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. დანარჩენი კვლევები სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 1000 ლარს. ფორმა N100-ის აღებაც ამ ჯგუფის მოქალაქეებისთვის არის უფასო იმ ოჯახის ექიმთან, სადაც არიან რეგისტრირებულნი. თუ ექიმ-სპეციალისტების ჩართვაც გახდება საჭირო, 70% საყოველთაოთი დაუფინანსდებათ.
ჩვენი შეთავაზება პრაქტიკულად მოიცავს მათი მოთხოვნების 90%-ს. B ჰეპატიტის და სიფილისის ტესტი ყველა კატეგორიის პირებისთვის არ ფინანსდება და ამიტომ აღარ შევიტანე, თუმცა კარგი იქნებოდა. (მოქალაქის ჯიბიდან გადახდის შემთხვევაში დაახლოებით 60 ლარამდე ჯდება)
დოკუმენტს ჯერ გიგზავნით ქართულ ენაზე, შევთანხმდეთ შინაარსზე და შემდეგ ვთარგმნი საბოლოო პასუხს.
პატივისცემით