From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : mtsenteradze@csb.gov.ge
Subject : ორსულობა
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; ekardava@csb.gov.ge; tchikhradze@csb.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <shokropiridze@moh.gov.ge>
Received On : 03.02.2021 09:41

მაკა, მოგესალმებით!

 

როგორც ვისაუბრეთ უკვე ტელეფონზე, ჩვენმა აქამდე არსებულმა შეხვედრებმა საწყის ეტაპზე გამოიღო ის შედეგი, რომ ელექტრონული განცხადებების დაშვება გავაკეთეთ. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ ბაზებზე წვდომა ექნებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამით დავალაგებდით. ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურთან შეხვედრებით გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა (გარდა იმისა, რომ ყველა უწყებას არ მოიცავს) არ არის სრულყოფილი და არ მოიცავს ზუსტ ინფორმაციას. შესაბამისად, ქმნის სერიოზულ პრობლემებს ყველასთვის, მათ შორის, განსაკუთრებით სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

 

ასევე, არ არსებობს რამე ბაზა, სადაც შევძლებთ, რომ მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია.

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, შემოგვთავაზოთ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ ისე, რომ არ შეექმნას არც ერთ უწყებას/პირს პრობლემა.

 

მადლობა!

სს

ლიკა

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი

პოლიტიკის დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო