From : PR Ombudsman <pr@ombudsman.ge>
To : pr@ombudsman.ge
Subject : ონლაინ კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“
Received On : 17.11.2020 11:37
Attachments :

მოგესალმებით,

საქართველოს სახალხო დამცველს აქვს პატივი მოგიწვიოთ ონლაინ კონფერენციაზე „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“, რომელიც გაიმართება 24 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

ონლაინ კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის.  ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ - დუბრავკა სიმონოვიჩი.

გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა 20 ნოემბრამდე; მოგვიანებით გამოგეგზავნებათ ღონისძიების დღის წესრიგი.

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციაზე დასასწრებად უნდა გამოიყენოთ   შემდეგი ბმული: https://zoom.us/j/91549621315

პატივისცემით,

 

pr@ombudsman.ge;

სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

დ.აღმაშენებლის 150