მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ გუშინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
OECD-სა
და GIZ-ის ერთობლივად ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობისათვის, რომელიც მიეძღვნა
საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხს. ამასთან, იმედს გამოვთქვამთ ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
შეთანხმებისამებრ, გიგზავნით შეხვედრაზე
წარმოდგენილ პრეზენტაციებს, და ასევე, იმ პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს, რომელიც შეხვედრის დროს იქნა გამოვლენილი და გათვალისწინებული იქნება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაში.
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები წარმოდგენილი პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, გვაცნობოთ
არაუგვიანეს 28 სექტემბრისა. შენიშვნის არ არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, თქვენი თანხმობა.
პატივისცემით,
ცისნამი
CONFIDENTIALITY:
Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden
to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.
DISCLAIMER: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA
puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself
entirely protected from viruses, interceptions and/or interference.