| From : | World Bank Survey Georgia - ACT <wbsg@act-global.com> |
| To : | World Bank Survey Georgia - ACT <wbsg@act-global.com> |
| Subject : | მსოფლიო ბანკის ჯგუფის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში |
| Received On : | 27.01.2021 10:21 |
გამოგზავნილია მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ბატონი სებასტიან მოლინეუსის სახელით
მოგესალმებით,
მსოფლიო ბანკის ჯგუფი დაინტერესებულია, უკეთ უპასუხოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების საჭიროებებს. ამ მიზნით, ბანკის საქართველოს ოფისი ატარებს კვლევას, რათა გავიგოთ თქვენი აზრი ჩვენი საქმიანობის შესახებ.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი ადგილობრივი ოფისების დახმარებით, მსოფლიოს გარშემო, დამოუკიდებლად და ობიექტურად, ატარებს პარტნიორთა გამოკითხვას ბანკის სტრატეგიების განსავითარებლად. გვჯერა, რომ აღნიშნული შეფასება, სამთავრობო კონსულტაციებთან ერთად, კარგი შესაძლებლობა იქნება დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ სხვადასხვა საჭიროების შესახებ. რაოდენობრივი კვლევის მიზანია რესპონდენტების დამოკიდებულებების გაზომვა ჩვენი საქმიანობის მიმართ.
კვლევის კითხვარის ბმული ერთდროულად ეგზავნება მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, განვითარების ორგანიზაციები, კერძო სექტორი, ა.შ.) საქართველოში; მათ, ვინც ყოველდღიურად ჩართულნი არიან ქვეყნის განვითარების პროცესში და იცნობენ მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას.
კითხვარის შესავსებად, გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ენა:
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ინდივიდუალური პასუხები ანონიმურია. კვლევის შედეგებს მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი გამოიყენებს ბანკის პროგრამის გასაუმჯობესებლად საქართველოში.
პატივისცემით,
სებასტიან მოლინეუსი
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში