From : Mari Bezarashvili <m.bezarashvili@gmail.com>
To : tbarkalaya@gmail.com; Nino Veltauri <nino.velta@gmail.com>; tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია
Received On : 30.06.2020 08:43

                    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან

                   დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

                    დაცვის მინისტრის მოადგილეს,

          დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სამსახურის                                                                                                                                                                                                                                                                              

                                                    დირექტორს - ქალბატონ თამარ ბარკალაიას  

                       დირექტორის მოადგილეს  ქ-ნ ნინო ველთაურს                

                             მ ო ხ ს ე ნ ე ბ ი თ ი   ბ ა რ ა თ ი

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში შემავალმა  მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურმა, განახორციელა გეგმიური მონიტორინგი, მიმდინარე წლის 29 ივნისს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სერვის ცენტრებში: დიდუბე-ჩუღურეთში და ვაკე-საბურთალოს რაიონში.

,,2020 წლის 7 მაისის ურთიერთგაგების მემორანდუმის სსიპ-,,სოციალური მომსახურების სააგენტოსადა სსიპ-,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსშორის კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ფარგლებში, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი გიორგი ეპიტაშვილის სიტყვიერი დავალების საფუძველზე 2020 წლის 18 მაისიდან

ხორციელდება, კორონავირუსით მიყენებული ზიანის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მიღება, მათი საკომპენსაციო თანხების განსაზღვრის მიზნით, დასაქმების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების, ერთობლივი საქმიანობით.

მოგახსენებთ თითოეულზე ცალ-ცალკე.

დიდუბე-ჩუღურეთის ოფისში:  ჩვენგან სამუშაო ჯგუში შედის - კახა თოფურია, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გვეხმარებიან: სალომე ახვლედიანი, ნინო ცარციძე და ეკა გოგორიკიძე. (ყველანი ადგილზე დამხვდნენ)

ოფისთან მიახლოვებისთანავე ყურადღებას იქცევს მომლოდინე მოქალაქეთა  რიგი (დაახლოებით 80 მოქალაქის ოდენობით), რომლებიც ხმამაღლა აპროტესტებდნენ არსებულ სიტუაციას. მიუხედავად ჩვენი თანამშრომლების შეუსვენებელი, დაუღალავი შრომისა. ყვიროდნენ, რომ მეტი პერსონა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, რომელიც თავიდან ააცილებდათ, ამ გაუსაძლის სიცხეში, საათობით რიგში დგომას. სიტუაციას ართულებდა პორტალის გაუმართაობაც.

ვაკე-საბურთალოს ოფისში: ჩვენგან სამუშაო ჯგუში შედიან მარიამ ადეიშვილი და სოფო მამაცაშვილი,  სოციალური მომსახურების სააგენტოდან კი, მერი ჭილაშვილი და თამრიკო თედიაშვილი.

ოფისთან მიახლოებისთანავე ყურადღებას იქცევს მომლოდინე მოქალაქეთა  რიგი (დაახლოებით 80-85 მოქალაქის ოდენობით), რომლებიც ხმამაღლა აპროტესტებდნენ არსებულ სიტუაციას. საათობით გაუთავებელ რიგებს,  პორტალის გაუმართაობას, მათ განაცხადებზე პასუხების დაგვიანებას და ა.შ. (ფაქტობრივად ხელჩართული ჩხუბი ქონდათ გამართული, სიტყვიერი შეურაწყოფებით, ოფისის წარომადგენლებთან). დამინახეს თუ არა მე, არც მე მომერიდნენ საყვედურებით. ჩემს მისვლამდე, არსებულ სიტუაციას, მის მიმართ დაუმსახურებელ ლანძღვას,  ვეღარ გაუძლო და წასული დამვდა მარიამ ადეიშვილი. რაც შეეხება სოფო მამაცაშვილს, იგი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფება. ფაქტიურად მოქალაქეთა მოგერიებას ცდილობდნენ გიორგი ეპიტაშვილი, თავისი გუნდით. დაუყონებლივ იქნა ძველი თბილისის ოფისიდან, მათ დასახმარებლად მივლენილნი ჩვენი თანამშრომელები-თამარ გოქსაძე და თამარ გედენიძე.

ამის გარდა, აუცილებლად მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, არცერთ ოფისში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. ოფისის განიავება. ჩვენი თანამშრომლები ოთახის დალაგებას და დეზინფეცირებას, მზოლოდ სამუშაო დღის ბოლოს ახერხებენ, საკუთარი ძალებით.

მინდა ავღნიშნო, რომ არსებული სიტუაცია, გამოწვეული იყო 29 ივნისს სისტემაში არსებული ტექნიკური შეფერხებით.

 

30/06/2020

--

პატივისცემით,

 

მარიამ ბეზარაშვილი

მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი

მობ: +995 577 58 91 91, +995 595 88 89 87

ელ-ფოსტა: mbezarashvili@ssa.gov.ge

 

 

Kind Regards,

 

Mariam Bezarashvili

Head of Employment programs department

Mob: +995 577 58 91 91, +995 595 88 89 87

E-mail: mbezarashvili@ssa.gov.ge