From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 02.12.2020 07:52

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 3 დეკემბერს - 11:00 საათზე.

 

  • სხდომის ფორმატში საკითხები არ გვექნება. 

ამასთან, ხვალინდელ სხდომაზე ეკონომიკა გამოიტანს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისათვის“ ქონების გადაცემას.

 

  • ელექტრონული ფორმით მიღებული იქნება:

ა) „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის N653 დადგენილებაში ცვლილება (რუხის საავადმყოფოს ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთების მომსახურების ღირებულების ანაზღაურება);

 

ბ) 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილება (ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან დაკავშირებით )

 

გ) „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება (ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირების გაფართოებასთან დაკავშირებით).

 

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე