From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 09.12.2020 07:06

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა ამ კვირაში არ გაიმართება.

 

ქვემოთ მოცემული საკითხები, მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით:

ა) ,,სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და განათლების სფეროში ნორვეგიის საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრსა (Norwegian Centre for International Cooperation in Education − SIU) და ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტს (UiT The Arctic University of Norway) შორის 2017 წლის  3 თებერვალს გაფორმებულ საგრანტო დოკუმენტში ცვლილება;

ბ) "2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილება და ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილებაში ცვლილება (თანამემამულეების დამატება);

გ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (33 ავტომანქანაზე GPS სატელიტური სისტემის მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვა);

გ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობა (ბენეფიციართა თვითდასაქმების მიზნით, პროექტით განსაზღვრული პროგრამებით გათვალისწინებული საქონლისა და სამუშაოს შესყიდვა);

დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის წინასწარი თანხმობა (ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა (ძირითადი ინტერნეტ კავშირი));

ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის წინასწარი თანხმობა ((სამინისტროს ორ  სერვერულ ცენტრს შორის დახურული ოპტიკური კავშირის (Dark Fiber) მოწყობის და შემდგომი მომსახურების) ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა);

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის წინასწარი თანხმობა (ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა);

ზ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის წინასწარი თანხმობა (ელექტრომოწყობილობების და აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა);

თ) სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა (სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მიზნით, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვა).

 

 

 პატივისცემით,

 ნათია ხმალაძე