| From : | Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | კოვიდ 19 და სოციალური პოლიტიკის ვარიანტები |
| Received On : | 20.01.2021 09:36 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამილა,
გიგზავნით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მორიგ კვლევას „კოვიდ-19 გამოწვევები და სოციალური პოლიტიკის ვარიანტები საქართველოს მთავრობისთვის“, რომელიც მომზადებულია ანდრია ურუშაძის მიერ და მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის ფარგლებში.
წარმოდგენილ პუბლიკაციაში განხილულია ლოქდაუნზე დამოკიდებული სტრატეგიის სოციალური შედეგები და მათი ალტერნატივა, პანდემიის პირობებში არსებული სოციალური დაცვის პროგრამები და მათი ხარჯები, სოციალური დახმარების ტიპები და ხანგრძლივობა, ქვეყანაში მოქმედი ანტიკრიზისული გეგმა და სხვა პამდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე, დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული რეკომენდაციები კოვიდ-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისიდან თავის დასაღწევად. მათ შორის: პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად შეთავაზებულია არა ლოქდაუნზე არამედ რისკებზე მორგებული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ყველაზე მეტად იქნება თავსებადი ეკონომიკური საქმიანობების მინიმალურ და მისამართულ შეზღუდვებთან. ამასთან, პანდემიის პერიოდში სოციალური პოლიტიკის არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ ბარიერების გათვალისწინებით, რაც არსებობს ქვეყანაში ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სერვისების მისაღებად. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გაზრდილი სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია სოციალური დაცვის პროგრამების პრიორიტეტიზაცია, შესაბამისად, მიზნობრივი დახმარების გაწევა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოქალაქეებისთვის და არსებული სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება.
ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კვლევა ღირებული შენამატი იქნება საქართველოს მთავრობისთვის და წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ხელისუფლებას პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლაში.
დოკუმენტის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2LGG9I4
პატივისცემით,
ნინო
Nino Evgenidze
Executive Director
Economic Policy Research Center (EPRC)
85, Paliashvili str. Building I. Floor IV.
Tbilisi. 0162. Georgia.
Tel/Fax: (995 32) 2 207 305
Mob: (995) 599 27 38 28
e-mail: nevgenidze@eprc.ge
www.eprc.ge; www.priceofthestate.ge;
Follow us on Twitter @EPRC_Georgia and Facebook page Economic Policy Research Center.