From : Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : კოდექსის ცვლილება
Cc : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Received On : 05.10.2020 09:25
Attachments :

​თამუნა მოგესალმები,

გიგზავნით "ბავშვის უფლებების კოდექსის" ცლილების სამუსაო ვერსიას, როგორც შევთანხმდით. ამასთან, გაცნობებთ, რომ თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკებზე არ გავრცელდება სპეციალიზაცია საჭირო იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანა, რადგან საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებულია: "არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირთა სპეციალიზაცია: 1. არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი. 2. სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში წერია."


პატივისცემით, ნატო ჩაფიძე​