თამარ, მოგესალმებით.
მე მკვლევარი ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობ ანაზღაურებადი საოჯახო შრომის თემაზე. ამჟამად, ებერტის ფონდის დაფინანასებით მზადდება სტატიების კრებული, სადაც ერთ-ერთი სტატიის ავტორი ვარ. სტატიით მინდა შევეხო საოჯახო შრომის ფორმალიზების საკითხს. რადგან გაეროს ქალთა ორგანიზაციის უკანსაკნელი კვლევის მონაცემებით ვიცით, რომ პანდემიამ საოჯახო მშრომელებს შრომის ფორმალიზების სურვილი გაუჩინათ (გამოკითხულთა 72% ამბობს რომ სოციალური გარანტიების მიღების შემთხვევაში დარეგისტრირდებოდა) მაინტერესებს რა ხედვა გაქვთ ამ მიმართულებით. ჩემი ძირითადი კითხვაა, პანდემიის პერიოდი ხომ არ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ამ ჯგუფის ხილვადობისთვის?
ორშაბათს ნახევარ საათიანი ზუმ-ინტერვიუს ფარგლებში შევძლებთ ამ საკითხის გავლას, თუ დროს დამითმობთ.
თქვენი დროული პასუხი ძალიან გამახარებს,
კეთილი სურვილებით,
ინა ჩარკვიანი
591708080