თამარ,
გწერთ განახლებულ ინფორმაციას სოციალური მუშაკების დავებთან დაკავშირებით:
დღევანდელი მდგომარეობით სულ სასამართლოს
წარმოებაშია 23 საქმე - (მოსარჩელეები - მაია
ქამუშაძე, ნინო განუგრავა, შორენა ჭულუხაძე, ხათუნა მახარაშვილი, თამარ მგელაძე, ნინო
ცეცხლაძე, ირმა ჭაბაშვილი, თეა ახალკაცი–ნიჟარაძე, თამარ მელაძე, ცისანა ურუშაძე, თინათინ
გორდაძე, ხათუნა სტურუა, მაგდა ჩხენკელი, თეა მაღრაძე, ნათელა გვენეტაძე, ვალერი გაზდელიანი,
ლილი დევაძე, თამთა ნასუაშვილი, ნანა ქაფიანიძე, მაია ლაბახუა, მანანა წიკლაური, გვანცა
შეროზია, ივანე ბაბუაშვილი). ამასთან, დღევანდელი მონაცემებით ყველა საქმე მოსამზადებელ
ეტაპზეა (გარდა ივანე ბაბუაშვილის საქმისა).
პროცესის განმავლობაში სარჩელი
გაიხმო და საქმის წარმოება შეწყდა 2 საქმეზე (მზევინარ ღაჭავა, თეა ხორავა).
რამდენიმე საქმეზე სასამართლომ
გვთხოვა პოზიციის დაფიქსირება მორიგებასთან დაკავშირებით, მიუთითა დავის შესაძლო შედეგებზე
და სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივაზე (ნინო განგურავას, თამარ მელაძემ, თინათინ
გორდაძე, ხათუნა სტურუა, მაგდა ჩხენკელი).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნინო განგურავას გათავისუფლებულია დეკრეტის პერიოდში, მას არც გასაუბრება არ გაუვლია და მაღალი ალბათობით ეს სარჩელიც დაკმაყოფილდება.
ივანე ბაბუაშვილის საქმეზე 28
ოქტომბერს სასამართლომ მიიღო მიიღო გადაწყვეტილება, ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება
და სააგენტოს კომპენსაციის სახით დააკისრა 15 000 ლარის გადახდა. აღნიშნულ საქმეზე
ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია.
Best Regards,
Tatia Khabeishvili