From : turkia babilina <bturkia@yahoo.com>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : თვინინგის პროექტი და მისი გახსნითი ღონისძიება
Cc : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Keti Khizanishvili <keti.khizanishvili@gmail.com>
Received On : 16.09.2020 19:15

   ქალბატონო თამილა,

 

    გვსურს შეგახსენოთ,  რომ ხვალ, 17 სექტემბერს ევროკავშირის თვინინგის პროექტის „Strengthening Blood Safety System in Georgia” გახსნითი ღონისძიება იწყება 12:00 საათზე, ხოლო რეგისტრაცია 11:30 წუთზე
     
   ევროკავშირის დაძმობილების (თვინინგის) პროექტი „Strengthening Blood Safety System in Georgia”  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 1 300 000 EUR ბიუჯეტით. პროექტი დაიწყო 2020 წლის იანვრიდან და გრძელდება 21 თვის განმავლობაში.    მისი  ბენეფიციარები არიან ლ. საყვარელიძის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ბენეფიციარ ადმინისტრაციას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.  ევროკავშირის  წევრი ქვეყნის ადმინისტრაცია არის ლიეტუვის ეროვნული სისხლის ბანკი. ევროკავშირის მხრიდან პროექტში მონაწილეობენ  ლიეტუვა და ნიდერლანდები. ბენეფიციარი ქვეყნის,  საქართველოს მხრიდან პროექტის ლიდერია ბატონი ამირან გამყრელიძე, ხოლო წევრი ქვეყნის,  ლიეტუვის მხრიდან - ბატონი დაუმანტას გუტაუსკასი. პროექტის მიზანია გადამდები დაავადებების პრევენციის გაძლიერება  სისხლის ტრანსფუზიების მაქსიმალურად მაღალი ხარისხისა და სტანდარტების უზრუნველყოფის მეშვეობით.  პროექტის ამოცანები მოიცავს საქართველოში უსაფრთხო სისხლის ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებას და ევროკავშირის ანალოგიურ კანონმდებლობასთან დაახლოებას,  ინსტიტუციური სიმძლავრეების გაძლიერებას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირის  რეგულაციების  შესაბამისად, სისხლის კომპონენტების თანაბრად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას,  ტრანსფუზიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სისხლის ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების გავრცელების პრევენციას. პროექტს აქვს შემდეგი კომპონენტები:

1 კომპონენტი: უსაფრთხო სისხლის ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;

2 კომპონენტი: კარგად ორგანიზებული, ეროვნული მასშტაბით კოორდინირებული სისხლის სამსახურის შექმნა და ფუნქციონირება ასოციაციის ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად;

3 კომპონენტი: სისხლის ტრანსფუზიის სერვისების დაფუძნება ნებაყოფლობით უანგარო დონაციაზე  და სისხლის  უსაფრთხო, ადექვატურ და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფა;

4 კომპონენტი.    შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, ასევე  და მთავარი დაინტერესებული პირების გაძლიერება სისხლის ტრანსფუზიების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

   პროექტის კომპონენტებით მოცული აქტივობების განხორციელება დაიწყო 2020 წლის 12 ივნისიდან და გრძელდება დღემდე. 

პატივისცემით,

ბ.  თურქია
პროექტის მრჩეველი