From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_30.12.20_ხელმოსაწერი საკითხები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 30.12.2020 09:35

მოგესალმებით კოლეგებო,

         

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს: გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც გვჭირდება სხვა უწყებების დახმარებები და ამიტომ უნდა გავუშვათ მასალები.

 

  1. ეკონომიკა 56973სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ – აწარმოე საქართველოშ სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისა და პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ცვლილება შედის,  „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“  „სახელმწიფო პროგრამის - ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“, “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამაშ.
  2. იუსტიცია 56959 - ცვლილება შედის სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობებში, მათი გადახდევინების წესსა და მომსახურების ვადებში, რომლის მიხედვით ნოტარიუსთა პალატაში შესული  საფასურები გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან.
  3. ეკონომიკა 56955 - შპს „ენკა რინიუებლზს“ საკუთრებაში გადაეცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე, 96 ერთეული, ჯამში ჯამში 115 997 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ჰესის მშენებლობას.
  4. თავდაცვა 56951- პროექტი ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვება.
  5. ფინანსები 56945 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების გათვალისწინებით, მათი ფინანსური დახმარების მიზნით გამოყოფს არაუმეტეს     105 490 000 ლარს.
  6. ეკონომიკა 56937 - პროექტი ითვალისწინებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის №2477 განკარგულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადის გადავადებას.
  7. ფინანსები 56917 -სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული 380 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
  8. გარემო 56857 - ცვლილება შედის,  ტექნიკური რეგლამენტისცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესებში“, რომლის  თანახმად, გადავადდება ცხოველთა სასაკლაოსთან დაკავშირებული ახალი  რეგულაციები 2022 წლის პირველ იანვრამდე.
  9. გარემო 56852 - პროექტი ითვალისწინებს ,დუშეთის, ონის, ჩხოროწყუსა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული პირების საშეშე ხე-ტყით უზრუნველყოფა.
  10. გარემო 56850 - თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოები.
  11. გარემო 56849 - ცვლილება შედის, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესში, რომლის მიხედვით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტომ უნდა შექმნას სხვა ქვეყნების ან მისი რეგიონების (ტერიტორიების) სია, საიდანაც დასაშვებია განსაზღვრული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის საქართველოში იმპორტი. აღნიშნული ვალდებულება ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან.

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 56981 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს  2020  წლის ბიუჯეტი, საშტატო  ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  2. 56887 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  – არაუმეტეს  131 400.00 ლარის სამუშაო გარემოს შექმნასთან დაკავშირებული მომსახურებების  სახელმწიფო შესყიდვას.

პატივისცემით,  

ნათია