| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_29.12.20_ხელმოსაწერი საკითხები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.12.2020 10:21 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 56811 - სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებ(ებ)ის ორგანიზებისთვის საჭირო, ასევე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობასთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას სსიპ - აწარმოე საქართველოში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. განათლება 56795 - ცვლილება შედის ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის წესში, გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება.
3. განათლება 56818 - სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მდგრადი განვითარების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5) წლის ვადით, იჯარის უფლებით გადასცემს შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატებს“ ქალაქ თბილისში, ლ. გოთუას №3-ში მდებარე ინსტიტუტის №21 შენობაში 340,41 კვ.მ ფართი და №5 შენობაში 462,07 კვ.მ ფართს, მოძრავ ქონებასთან (აპარატურა/დანადგარები) ერთად, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 5000.00 ლარი.
4. რეგიონული 56758 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს 35 ერთეულით, ხოლო არამუდმივ ამოცანათა შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა - 50 ერთეულით.
5. ფინანსები 56755 - შპს „ვებიზ ინტერნეიშენელს“ მიენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.
6. ფინანსები 56737 - სსიპ „შემოსავლების სამსახური“ ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს სსიპ - შემოსავლების სამსახურისათვის შეკვეთით ნაბეჭდი სხვადასხვა მასალის სახელმწიფო შესყიდვას.
7. განათლება 56712 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
8. ეკონომიკა 56680 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო სსიპ- იუსტიციის სახლის ფილიალების მეშვეობით სერვისის მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან 2021 წლის განმავლობაში.
9. რეგიონული 56670 - მიეცემა უფლება თელავის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის ივლისში თელავის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული 9 ერთეული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 178 153 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
10. ფინანსები 56604 - პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული 2020 წლის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური გრანტის გამოყოფას.
11. ფინანსები 56579 - სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სამსახურის სარგებლობაში არსებული სასწორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
12. ფინანსები 56571 - სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კონვერტების სახელმწიფო შესყიდვა.
13. განათლება 56526 - სსიპ - კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
14. ფინანსები 56524 - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საჩხერის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა 3 167 888 ლარი.
15. იუსტიცია 56514 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელით გადარიცხავს თანხას ჰააგის სასამართლოს მიზნობრივ ფონდში.
16. გარემო 56507 - „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილება შეჩერდება 2021 წლის პირველ მარტამდე.
17. გარემო 56505 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) პროგრამული უზრუნველყოფის (სოფტის ლიცენზიის) სახელმწიფო შესყიდვა.
18.
გარემო 56480 - მტკიცდება
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების“ სანიტარული და ფიტოსანიტარული
ქვეკომიტეტის (SPS ქვეკომიტეტი) ქართული მხარის
შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის
სამმართველოს უფროსი-
ეკატერინე ადამია.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია