მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 2693 -
ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322), რომლის მიხედვით,
აჭარაში პირველი
თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, გარდა შაბათ-კვირისა
და სოციალური ღონისძიებების ჩატარებისა
- ეკონომიკა 2686 - ცვლილება შედის,
„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა, განსახორციელებლად საჭირო
ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობისთვის შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის საჭირო ვადების
გათვალისწინებით, კონკურსში გამარჯვებულ პირთა მიერ დასკვნის წარდგენის ვადად განისაზღვრა 4 თვე, ნაცვლად 3
თვისა.
- თავდაცვა 2630 -
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და თანმდევი საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე 2020 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული N504 ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადა იზრდება 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
- ეკონომიკა 2629 -
განხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
მდებარე 29604 კვ.მ., ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე 6283 კვ.მ. და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 20406 კვ.მ. (ჯამში 56293 კვ.მ) ფართობი.
- ეკონომიკა 2619 -
სსიპ
- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდება ქონების გაცვლის ხელშეკრულება.
- ეკონომიკა
2613 - პროექტი ითვალისწინებს დაზარალებული ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში
გადაცემას, იმ პირობით, რომ სახელმწიფო ქონების შემძენი უარს განაცხადებს
სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
- მთავრობა
2574 – ცვლილება შედის:
- „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
- „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
- „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცვლილებით
მუხლი/პუნქტი შესაბამისობაში
იქნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონთან, რომლითაც განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების აჭარის შესაბამის სამინისტროებზე დაქვემდებარება. - მთავრობა 2559 - მთვრობასთან თანხმდება
საქსტატსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობას შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
- მთავრობა 2558 - პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
- ეკონომიკა 2556 -
სსიპ
- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდება ქონების გაცვლის ხელშეკრულება.
- გარემო 2537 - ცვლილება შედის,
დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების
წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული და/ან სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის,
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცვალოს დადგენილი სარგებლობის საფასური ან გაათავისუფლოს დაინტერესებული პირი მისი გადახდისაგან.
- გარემო 2535 - ცვლილება შედის,
საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში,
რომლის მიხედვით, მოხდება ფანერის (შპონის) მწარმოებელი სახერხი საამქროებისთვის შემოსაღები რეგულაციების 2021 წლის 1
მარტიდან
ამოქმედება, რაც მათ გაუადვილებთ
ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
პროექტის მიღებით, სახერხი საამქროებისთვის
გაუქმდება ან შემსუბუქდება
გარკვეული ვალდებულებები.
- მთავრობა 2534 -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- შსს 2501 - პროექტი ითვალისწინებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემას.
- გარემო 2494 -
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისტვის
გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოფს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე 50 000 000
ლარის გადარიცხვას
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
- გარემო 2478 -
გარემოს ეროვნულ
სააგენტოსთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების
შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- გარემო 2474 -
გარემოს ეროვნულ
სააგენტოსთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების
შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
ხელმოსაწერი:
- 2608 -
მთავრობასთან თანხმდება,
სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
- 2536 -
საჯარო სამართლის კორპორაცია - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- 2531 -
სსიპ
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო თავის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან (მისამართი: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.,
საკადასტრო კოდით - 02.03.01.812, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 85 530 კვ.მ.) ნაწილი - 6 225 კვ.მ. ოდენობით აუქციონის გარეშე, დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, თხოვების ფორმით, არაუმეტეს 5 წლის ვადით გადასცემს სააგენტოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ
– „სპორტული კლუბი – MIA FORCE“-ს, დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.
- 2524 -
მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიისთვის
გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის
მოკლევადიანი გეგმა.
- 2521 -
ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322), რომლის მიხედვით, 2021 წლის პირველი თებერვლიდან
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, გარდა
შაბათ-კვირისა. განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, შაბათ-კვირას საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება განხორციელდება დისტანციურად. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი
4%-ზე დაბალია, პირველი
თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, აკრძალული რჩება სოციალური ღონისძიებები.
- 2493 -
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული,
პროექტში
გათვალისწინებული
უძრავი
ქონება
პირდაპირი
მიყიდვის
ფორმით,
სიმბოლურ
ფასად
-
1 (ერთი)
ლარად
საკუთრებაში გადაეცეთ დანართში მითითებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან , შენიშვნები არ
აქვს. - 2440
- ხელი ეწერება „საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან შენიშვნები არ აქვს.
პატივისცემით,
ნათია