From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_28.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 28.10.2020 07:55

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. შსს 45940 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - მომსახურების სააგენტოს და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტები.
  2. შსს 45939 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს კონსტრუქციის მასალების და ანალოგიური ნივთების/საგნების  და საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  3. შსს 45938 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
  4. შსს 45937 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. გარემო 45936 - 2021-2023 წლებში 90 000 ყოჩივარდას გორგლის (Cyclamen coum) მოპოვებისათვის (მოპოვების ყოველწლიური კვოტა - 30 000 გორგლი, ყოველწლიურად - არა უმეტეს 3000 კგ.-ისა) „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება 108 000 ლარის ოდენობით.
  6. შსს 45933 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. შსს 45931 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს საინფორმაციო სისტემების და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. მთავრობა 45927 - საქართველოს დაზვერვის სამსახური განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  9. მთავრობა 45917 - სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს ბეჭვდითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. მთავრობა 45896 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარისწყლის ტერიტორიაზე ეთნოსოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტურისტულ - საინფორმაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოების (ღირებულება 929137,77) საზედამხედველო მომსახურების გაწევის თაობაზე სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, 32519 ლარის (ამ ქვეპუნქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 3,5%) ოდენობის ხელშეკრულების ღირებულებით.

         პატივისცემით,  

         ნათია