მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- გარემო 2215
- სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- ეკონომიკა
2212
- მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
- ეკონომიკა 2209 -
ცვლილება შედის
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამაში, რომლის მიხედვით,
პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის
განაცხადების წარდგენის ვადად
განისაზღვრა ყოველი თვე, თუ სს
,,საპარტნიორო ფონდის“ სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
- განათლება
2200
– მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
- ეკონომიკა
2197 - შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოს“ გაცემულ
ქონებაზე კომპანიის სარგებლობის უფლების ვადა გაგრძელდება 2035 წლის 16 მარტის ჩათვლით,
რაც ხელს შეუწყობს შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოს“ საქმიანობას, უძრავ ქონებაზე არანაკლებ
1 000
000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და მისი სპორტული პროფილით ფუნქციონირებას.
ხელმოსაწერი:
- 2247 –
მთავრობასთან
თანხმდება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ნ. კუკულაძის, ი. ბუთბაიასა და ო. ვოტის კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის
განკარგულების პროექტი
- 2246
-
მთავრობასთან თანხმდება,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ე. იმედაძის, ი. მახარაძისა და თ. ჭელიძის კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების
პროექტი.
კანონპროექტი:
- 2219 -
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, გურამ მაჭარაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა
არსი:
დგინდება
გარდამავალი
ნორმა,
რომელიც
უზრუნველყოფს
საპარლამენტო
ოპოზიციის
კვოტით,
მიმდინარე
მოწვევის
პარლამენტში,
რეგლამენტის
პროექტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
დადგენილი
წესით
წარდგენილ
იქნენ
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილისა
და
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილის
კანდიდატურები.
პატივისცემით,
ნათია