From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_26.11.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 26.11.2020 07:01

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 49303 - მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მიმართ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება.
  2. ეკონომიკა 49300 - შპს „მანგანეზ ინდასთრის“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 61506.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ფეროშენადნობების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით, 1 722 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  3. რეგიონული 49287 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ, მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონება - 4 ერთეულ ლითონის მალის, ორტესებრი კოჭებს სასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცესმს შპს „სინათლე-2006“-ს, 2021 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
  4. რეგიონული 49284 - მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელს - რგანს.
  5. საგარეო 49283 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოდან მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა.
  6. რეგიონული 49244 – მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 15856.00 კვ.მ  გეგმარებითი არეალის მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  7. რეგიონული 49233 - ცვლილება შედის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებ, რომლის მიხედვით, სამოქალაქო მშენებლობაზე გათვლილი მოთხოვნები მშენებლობის ნებართვის მიღების/ვადის გაგრძელების მიზნებისათვის არ გავრცელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობაზე და დაზუსტდება მოთხოვნები საერთშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართ, ამასთან, მშენებლობის ორგანიზების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იქნება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მშენებლობის ნებართვის მიღებისას ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას
  8. საგარეო 49182 - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოსგან ,,BISS PR GmbH & Co.KG“ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 105 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 49297 - ცვლილება შედის „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული/ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამოეყოფა საჭირო თანხები.
  2. 49296 - ცვლილება შედის „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ენიჭებათ უფლებამოსილება სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს გადასცენ პირბადეები.
  3. 49281 - ხელი წერება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“.
  4. 49267 - ცვლილება შედის სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესში, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში არსებობს ბაზარზე სერტიფიცირებული თესლის განთავსებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები (საფრთხე ექმნება სასურსათო უსაფრთხოებას), სერტიფიცირების  ორგანომ, შესაძლებელია გასცეს სერტიფიკატი და ბაზარზე დაშვებულ იქნეს თესლი, (გარდა საბაზისო თესლისა), რომელიც არ აკმაყოფილებს თესლის მინიმალური აღმოცენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
  5. 49257 - მტკიცდება „GOGC Trading SA-ისმიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
  6. 49254 - მტკიცდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

პატივისცემით,  

ნათია