მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- შსს
56085 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს
კონსტრუქციის მასალების და ანალოგიური ნივთები/საგნების
სახელმწიფო
შესყიდვას.
- რეგიონული
56064 - სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 3 ერთეულით.
- რეგიონული
56060 - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
უზრუნველყოფს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის
საავტომობილო გზის ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა (სავარაუდო ჯამური სიგრძით 2.5 კმ) და არსებულ ხევზე,
ერთი მცირე ზომის ხიდის მოწყობის სამუშაოებისა და სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების განხორციელებას.
- რეგიონული 56055 -
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 21 ერთეულით.
- საგარეო 56045-
პროექტის მიხედვით, განხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ბარბადოსის დიპლომატიური
გადაფარვა.
- გარემო 55901 -
ცვლილება შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დებულებაში,
რომლის მიხედვით, ერთ დეპარტამენტად გაერთიანდება,
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები კერძოდ,
საერთაშორისო ურთიერთობებისა და
ევროინტეგრაციის დეპარტამენტები და მათ ბაზაზე შეიქმნება
ახალი სტრუქტურული ქვედანაოფი
- საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.
ხელმოსაწერი:
- 56056
- „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების
განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
(შრომის ინსპექცია- სახელის ცვლილება ერთი აქტი დარჩა)
- 55879
- სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განახორციელებს გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვა.
- 56034
- სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული,
უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,
7 159 733.43
ლარად საკუთრებაში
გადაეცემა
შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც
სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს
დუშეთის, ტყიბულის, ქობულეთის, ახმეტის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ამბროლაურის, ხაშურის და კასპის
მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
- 56031
- საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური უძრავ ქონებას უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონებას
თხოვების ფორმით
გადასცემს თანამშრომელთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
- 56030
- სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა,
განახორციელოს
პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვა.
- 56026
- სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტო
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო
შესყიდვას.
- 56022
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში
მომუშავე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 6 ერთეულით.
- 56020
- სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტი, სააგენტოების/ორგანიზაციების მომსახურების (სტუდენტებისა და პაციენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება)
სახელმწიფო შესყიდვას, 2021
წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 56019
- სსიპ ,,კოლეჯს ,,აისს'' მიეცემა
თანხმობა, განახორციელოს
საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვა.
- 56018
- 2022 წლის 1 იანვრამდე, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება გათავისუფლდება პროექტით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებისგან ან/და კვალიფიციური ელექტრონული
შტამპისგან.
- 56000
- კულტურის
ეროვნული
ფონდის
შექმნისათვის,
დადგენილი
ვადა
გახანგრძლივდება
2021 წლის 1
აპრილამდე.
პატივისცემით,
ნათია