From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.12.20_ხელმოსაწერი საკითხები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 22.12.2020 06:47

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 55351 - პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება, 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულების ცვლილება. სესხის და გრანტის ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებს გრანტის მიზნობრიობის ცვლილებას. გრანტიდან აუთვისებელი 138,410 ევრო გათვალისწინებული იქნება სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის სპეციფიკური ტრენინგის დასაფინანსებლად.
  2. ფინანსები 55320 -  საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებების აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის უკეთ წარმართვის, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონული პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 1 363 556 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 32 334 ლარი.

     

     

    კანონპროექტი:

     
  1. შსს 55368 - საქართველოს კანონის პროექტეი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-

    არსი: კანონპროექტის თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე, აგრეთვე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის  სააბონენტო ნომერზე  ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე დღგის გარეშე.

     

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ -

    არსი: კანონპროექტით დადგინდება არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახდელის გარეშე.

 

პატივისცემით,  

ნათია