From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_21.12.20_ხელმოსაწერი საკითხები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 21.12.2020 10:42

           მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     ფინანსები 53662 –

ძალადაკარგულად ცხადდება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N401 დადგენილება.

 

ძალადაკარგულად ცხადდება „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 25 ივლისის N290 დადგენილება.

 

ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარ­გავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსთან (ტექნიკური ცვლილება).

 

ცვლილება შედის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსთან (ტექნიკური ცვლილება).

პროექტები შეთანხმდა საბიუჯეტო დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

2.     განათლება 55104 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლის დანიშვნას.

3.     მთავრობა 55069 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლებზე ჯილდოს გაცემ.

4.     მთავრობა 54965 - მიეცემა თანხმობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს  განახორციელოს გაზეთების, სამეცნიერო ჟურნალების, პერიოდიკა და ჟურნალების სახელმწიფო შესყიდვა.

5.     მთავრობა 54962 - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

6.     გარემო 55055 - ცვლილება შედის ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესებ.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

7.     საგარეო 54902 - ცვლილება შედის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წეს, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება სამსახურებრივი პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული მომსახურე პერსონალის იმ ოჯახის წევრებზე,  რომელთაც არ გააჩნიათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა.

8.     გარემო 54896 - ცვლილება შედის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების  ფორმებსა და  მათი გაცემის  წესში, რომლის მიხედვით, შეიცვალა „ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლის, ფუტკრის სადედე რძის და მეფუტკრეობის პროდუქტების ევროკავშირში იმპორტისთვის“ ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმა, ევროკომისიის რეგულაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. სერტიფიკატის ფორმებს დაემატა   „უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის პროდუქტების ექსპორტისთვის საერთაშორისო სერტიფიკატი“.

9.     გარემო 54891 - სსიპ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

10.  გარემო 54889 - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

11.  გარემო 54886 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

12.  გარემო 54882 - სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

13.  გარემო 54879 - „ტექნიკური რეგლამენტის − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ამოქმედება გადავადდება 2023 წლის პირველ იანვრამდე, რაც ხელს შეუწყობს იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ეწევიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირებას და ბაზარზე განთავსებას, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

14.  ფინანსები 54875 - ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

15.  გარემო 54874 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტიკინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“.

ძალადაკარგულად გამოცხადდება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი.

16.  ფინანსები 54840 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ბანკს „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) სესხის  ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2021 წლის 30 ივნისამდე გადაწევასთან დაკავშირებით.

17.  მთავრობა 54809 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცემა თანხმობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები გაზარდოს 150000.00 ლარით.

18.  მერის 54808 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამიეცემა უფლება, 2021 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 491 000 ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

19.  განათლება 54800 - ცვლილება შედის, 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობაში, ემატება „ზოგადი განათლების I - IV კლასის მასწავლებელი“, რომლისთვისაც სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობად განსაზღვრულია 2250 ლარი.

20.  ფინანსები 54796 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია წყლის რესურსების განვითარების პროგრამის მოსამზადებლად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სახელით გამოხატავს თანხმობას აღნიშნულ ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით.

21.  სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშ55181 - ცვლილება შედის სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ - მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის შორის 2019 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში და ფონდს მიეცემა შესაძლებლობა, გამოიყენოს მიმდინარე წელს აუთვისებელი თანხები 2021 წლის ბოლომდე.

22.  სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშ 55178 - ცვლილება შედის სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ - მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის შორის 2020 წლის 02 მარტს გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში და ფონდს მიეცემა შესაძლებლობა, გამოიყენოს მიმდინარე წელს აუთვისებელი თანხები 2021 წლის ბოლომდე.

23.  მთავრობა 55176 - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცგანახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

24.  განათლება 55113 - მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მიმართ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის  2020 წლის 7 სექტემბრის N3 სხდომის ოქმი.

25.   

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 55120 - პროექტი მიზნად ისახავს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შენარჩუნებისა და მათი არასასურველი ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით, შეზღუდვების დაწესებას, მცხეთის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა) დამტკიცებამდე, კერძოდ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
  2. 55118 - 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება პროექტი ,,ეკორეგიონალური კონსერვაციის პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში კავკასიაში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა - საქართველო”, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად დაცული ტერიტორიების მდგრად განვითარებას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შესაბამის რეგიონებში.
  3. 55117 - თავდაცვის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები გაზარდოს არაუმეტეს 8 800 000 ლარით.
  4. 55114 -მთავრობასთან თანხმდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულეა.
  5.  55055 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტის - ღორის ვეზიკულური დაავადების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“

    პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.
  6. 54978 - ცვლილება შედის კომუნალური გადასახადების  სუბსიდირების წესსა და პირობებში, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის თვეების სუბსიდირება განხორციელდება  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ხოლო შესრულების დადასტურება მოხდება კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ფაქტიური თანხის დამოწმებით.

    პროექტი შეთანხმდა საფინანსო დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.
  7. 54978 - ცვლილება შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უნდა უზრუნველყონ ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთი არსებობის შემთხვევაში),  სამინისტროში წარმოდგენა და შესაბამისი  ხელშეკრულებაში  ცვლილების გაფორმება  არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა (ნაცვლად ა/წ 15 სექტემბრისა). 
  8. 54975 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 13.0 მლნ ლარის გამოყოფას, მის მიერ წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

     

    კანონპროექტი:

     
  1. შსს 55064 - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექ

არმოდგენილი კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობას და რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრას.



პატივისცემით,  

ნათია