მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 1472
- პროექტი ითვალისწინებს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმისათის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად
მთავრობის
წინასწარი თანხმობის მიცემას.
- განათლება 1471
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროსთვის
დასაბუთებული
მიმართვის
საფუძველზე,
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეთა
მიერ
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის,
დოქტორანტურის
აკრედიტებულ
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
სწავლის
ხელშეწყობის
მიზნით,
მტკიცდება „საქართველოში
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეთათვის
სწავლების
ხელშეწყობის
პროგრამა“.
- განათლება 1470
- პროექტი ითვალისწინებს
სსიპ − მწერალთა სახლისათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად
მთავრობის
წინასწარი თანხმობის მიცემას.
- ეკონომიკა 1465
- მთავრობასთან თანხმდება, შპს
„გაზპრომ
ექსპორტსა‘‘
და
შპს
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული „საქართველოს ტერიტორიის
გავლით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ“ №02-19-04 ხელშეკრულების
დამატებითი შეთანხმება
№1-ის
პროექტი.
- თავდაცვა 1464
- ცვლილება შედის საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
დებულებაში, რომლის მიხედვით,
თავდაცვის
ძალების
მეთაურის
დროებით
არყოფნის
შემთხვევაში
მის
მოვალეობას
შეასრულებს
თავდაცვის
ძალების
მეთაურის
პირველი
მოადგილე
ან
თავდაცვის
ძალების
მეთაურის
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
მისი
რომელიმე
მოადგილე.
- გარემო 1418
- სს “ზოტი
ჰიდროს“
სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს ,,ზოტი1"
და
"ზოტი
2"
ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობა.
- განათლება 1367
- „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
ხელმოსაწერი:
- 1421 -
შპს „აგრო კონტინენტალს“
2017 წელს საკუთრებაში გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში მდებარე
229662
კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების
მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 161 000
ლარის ოდენობით. კომპანიამ იკისრა შემდეგი ვალდებულებები, არაუგვიანეს 2019 წლის 06 სექტემბრისა,
ქონების
არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ინფრასტრუქტურის ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის საირიგაციო სისტემით და დამცავი მესრით
მოწყობა და ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 184000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების, არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად განსაზღვრას.
- 1410 -
საქართველოს პროკურატურისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- 1409 -
მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა
და
ამერიკის შეერთებული შტატების
ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის
- დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს
(CDC) შორის
გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების
გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება:
კოოპერაციული
ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის
-2017.
- 1332 -
იქმნება
აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო სამინისტროების წარმომადგენელთა
შემადგენლობით.
კანონპროექტი:
- შსს 1461 -
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შედეგად ფინანსური სარგებლის მიღებისა და კომპიუტერული სიყალბის ამკრძალავი
სპეციალური მუხლები. ემატება ახალი დამამძიმებელი გარემოება, რომლის თანახმადაც დაისჯება
კომპიუტერულ
სისტემაში
უნებართვო
შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ. - 1261 -
საქართველოს ორგანული კანონის პროექტს -
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
კოდექსს ემატება ნორმა,
რომლის მიხედვითაც
ეპიდემიის ან/და პანდემიის
დროს,
მუნიციპალიტეტის მერი,
ამ
პერიოდში ან მისი გაუქმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა,
უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება, საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების
შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული
მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის
შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.
პატივისცემით,
ნათია