From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_20.11.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 20.11.2020 06:12

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       ეკონომიკა 48626 - ფიზიკურ პირებს (დევნილები) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

2.       ეკონომიკა 48621 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, პროექტით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს (დევნილები).

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

3.     ეკონომიკა 48742 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,  განახორციელებს პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების შესყიდვას.

4.     ეკონომიკა 48736 - მტკიცდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

5.     ეკონომიკა 48735 - მტკიცდება „GOGC Trading SA-ისმიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.   

6.     მთავრობა 48724 - სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური განახორციელებს რადიოგადაცემის საერთო ბადეში განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

7.     გარემო 48720 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოფს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების არა უმეტეს 6 000 000 ლარის მოძიებას.

8.     ფინანსები 48714 - ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს ციფრული ტელევიზიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

9.     ფინანსები 48712 - ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს ციფრული ტელევიზიის (IP TV) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

10.   თავდაცვა 48695 - მთავრობასთან თანხმდება, „GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 9“.

გრანტის ღირებულება იზრდება 144 208 აშშ დოლარით და შესაბამისად, მისი მთლიანი ღირებულება ხდება 15 613 222 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდება უსაფრთხოების მხარდაჭერის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.

11.   განათლება 48682 - ცვლილება შედის „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, ცვლილების შესაბამისად, ზუსტდება სქემის მიზანი, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

12.   ფინანსები 48650 - „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2012 წლის რედაქციის საფუძველზე მოხდა „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ გადამუშავება და „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა, აღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა ნორმატიული აქტების პაკეტი.

პაკეტი შეთანხმებულია სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან,  შენიშვნები არ აქვთ.

13.   გარემო 48646 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ-ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის პროექტის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ინიციატივისტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაგანხორციელების შესახებ, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა განმახორციელებელი პარტნიორია.

 

პატივისცემით,  

ნათია