From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_20.01.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 20.01.2021 10:24

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

P.S. გაყვითლებული საკითხები ჩვენია.



1.       საგარეო 835 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობათა კომპლექსის II კორპუსში (ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ.6) განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან და სსიპ დევნილთა სააგენტოსთან, შენიშვნები არ აქვთ.

2.       ეკონომიკა 1256 - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს სკვერს.

3.       ეკონომიკა 1255 - ,,კორპორაცია“, შპს ,,გაზპრომ ექსპორტი“ და GAZPROM Schweiz AG გააგრძელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

4.       ეკონომიკა 1252 - სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ GAZPROM Schweiz AG-საგან 2021 წლის განმავლობაში შესასყიდი ბუნებრივი გაზის რეალიზებას განახორციელებს პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

5.       ფინანსები 1251 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ვადადამდგარი ძირითადი თანხის გადასახდელების შესაბამისი გადახდის თარიღებიდან 5 წლის ვადით გადავადება საურავების დარიცხვის გარეშე 2021 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

6.       ეკონომიკა 1249 - შპს „მთის ჩაის“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალუეთში მდებარე 8  ერთეული,  ჯამურად 22.3152 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 1116 ლარად, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის პროდუქციის წარმოების გაზრდას.

7.       მთავრობა 1246 - საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

8.       რეგიონული 1229 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მის სარგებლობაში არსებული L=33 მეტრი სიგრძის „CARM“-ის ტიპის მალის ნაშენის ორი კომპლექტი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდს“ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.“.

9.       ეკონომიკა 1292 - მტკიცდება ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია.

10.   ეკონომიკა 1205 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

11.   ეკონომიკა 1199 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

12.   გარემო 1197 - მტკიცდება საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი“.

13.   ეკონომიკა 1190 - სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/ნ 205169066) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული აბონენტების მიერ, 2020 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება დაევალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან,

14.   მერია 1159  - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებ, რომლის მიხედვით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის წარმოდგენა სავალდებულო იქნება II კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების, ასევე, 60 კვ.მ-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობისას.

15.   ეკონომიკა 1135 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე 455 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 

16.   ფინანსები 1098 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 1307 - იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 დეკემბრის №631 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი(სამინისტროს სახელწოდების ცვლილება)
  2. 1306 - ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს (შრომის ინსპექციის სახელის ცვლილება, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 28 ნოემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა  2021 წლის 1 თებერვლამდე. შესაბამისად, გაგრძელდება სოციალური პაკეტის შეუფერხებელი გაცემა.)
  3. 1303 – კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის 975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.
  4. 1301 -საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის 164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.
  5. 1297 - ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (განისაზრვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა)
  6. 1295 - სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ  პირთა რიცხოვნობისა და საშუალო შრომის ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზესაქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განსაზღვროს არა უმეტეს 484 ერთეულით)
  7. 1294 - ,,სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი
  8. 1328 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწოფო სამსახურისათვის და არასამეწარმეო ააიპ სპორტულ კლუბ "არმიასთვის" დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  9. 1321 - სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  10. 1313 - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  11. 1310 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სახანძრო სიგნალიზაციის მართვის პანელის თანმდევი მომსახურებით/მონტაჟით და პროგრამირებით სახელმწიფო შესყიდვა.
  12. 1291 - მიენიჭება უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტში გაწევრიანების განაცხადს.
  13. 1290 - მტკიცდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის (SPS ქვეკომიტეტი) ქართული მხარის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი- ეკატერინე ადამია.
  14. 1289 - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  15. 1288 - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარტისთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  16. 1287 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდ.

     

 

პატივისცემით,  

ნათია