From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_19.11.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 19.11.2020 06:16

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 48567 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა 137 399 ლარის ღირებულების ფარგლებში.
  2. მთავრობა 48564 – სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ლაბორატორიული სამსხვრეველა შესყიდვა20 670 ღირებულების ფარგლებში.
  3. თავდაცვა 48555 - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის როგორც მშვიდობიანობის, ასევე საომარი/საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმის შემუშავებისთვის, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
  4. გარემო 48554 –  2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება პროექტი ,,ეკორეგიონალური კონსერვაციის პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში კავკასიაში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა - საქართველო”, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად დაცული ტერიტორიების მდგრად განვითარებას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შესაბამის რეგიონებში.
  5. გარემო 48553 - საგრანტო პროექტი - „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“, გაგრძელება 2021 წლის იანვრის ბოლომდე.
  6. ფინანსები 48527 - სსიპ - შემოსავლების სამსახურ განახორციელებ სატვირთო ავტომობილების სასწორების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. ფინანსები 48525 – სსიპ - შემოსავლების სამსახურგანახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. ეკონომიკა 48515 - ქ. თბილისში, ამირეჯიბის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 15/026) 1665 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, შემდგომში ეკლესიის მშენებლობის მიზნით.
  9. ეკონომიკა 48512 -  შპს „ნატვიტს“ 2018 წელს 1 ლარად (გადახდილია), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა: თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7 662 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 წლის ვადაში ამ მიზნით, 399 840 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    იცვლება საპრივატიზებო პირობა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება მოხდება არაუგვიანეს 2021 წლის 28 ოქტომბრისა; კომპანია გათავისუფლდება დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
  10. ეკონომიკა 48625 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებულ პროექტებს: „500 კვ. ეგხ წყალტუბო - ახალციხე - თორთუმის“ (KFW), გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) და ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) მშენებლობ.
  11. ეკონომიკა 48620 - შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘ საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 5 167 257.86 ლარად, რაც  ხელს შეუწყობს დუშეთის, ლანჩხუთის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას, რაც დადებითად აისახება მათ სოციალურ კეთილდღეობაზე.

პატივისცემით,  

ნათია