From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_18.12.20_ხელმოსაწერი საკითხები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 18.12.2020 05:53

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     ფინანსები 54292 - მიეცემა თანხმობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა საქართველოს სახელით დადოს 2016 წლის 9 დეკემბრის  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა) ცვლილების და რეპროგრამირების შეთანხმება.

პროექტი შეთანხმდა  პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (PIU) პროექტის ჯგუფთან შენიშვნები არ აქვთ.

2.       სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 54458 - განკარგულების პროექტის თანახმად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს საკოორდინაციო მექანიზმისათვის (გაეროს განვი­თა­რების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2021 წლის განმავლო­ბაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგნების, პროდუქციის, მცენარეთა მოვლის საშუალებების, ვეტერინარული პრეპარატებითა და ვეტერინარული დანიშნულების საშუალებებით გა­და­ცემას. საკითხი შეთანმხებულია პოლიტიკის დეპარტამენტთან.

3.     განათლება 54762 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს მომსახურებების საშუალო განათლების სფეროში სახელმწიფო შესყიდვა.

4.     ეკონომიკა 54760 - სსიპ  - სახმელეთო  ტრანსპორტის  სააგენტოს  მიეცემა    თანხმობა  განახორციელოს  2021  წლის განმავლობაში  CPC/ADR  მძღოლის  კვალიფიკაციის  დამადასტურებელი  პლასტიკური ბარათების ბეჭდვის და ადგილზე მიწოდების მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვა.

5.     განათლება 54759 - ცვლილება შედის, ოლიმპიური ჩემპიონების, პარაოლიმპიურ თამაშებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა  და  შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის წესში, რომლის მიხედვით, მოსარგებლე ბენეფიციარებს დაემატებიან ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორები და ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

6.     რეგიონული 54758 - მიეცემათ უფლება მუნიციპალიტეტებს მიიღონ გრანტი  გრანტის გამცემი სუბიექტებისგან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობისათვის დამატებითი შუამდგომლობით მომართვის გარეშე, თუ საგრანტო ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) არ აღემატება გრანტის ოდენობას.

7.     განათლება 54756 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სატელევიზიო და რადიომომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

8.     რეგიონული 54749 - განახლებული შემადგენლობით მტკიცდება ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების უწყებათაშორისი საბჭო.

9.     ეკონომიკა 54736 - ცვლილება შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უნდა უზრუნველყონ ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთი არსებობის შემთხვევაში),  სამინისტროში წარმოდგენა და შესაბამისი  ხელშეკრულებაში  ცვლილების გაფორმება  არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა (ნაცვლად ა/წ 15 სექტემბრისა). 

10.  ეკონომიკა 54729 - მტკიცდება შპს „საქაერონავიგაციაში დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადება/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესი.

11.  ეკონომიკა 54715 - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მდებარე, 24  ერთეული მიწის ნაკვეთი, 49 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცემა სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებას.

12.  განათლება 54702 - პროექტი მიზნად ისახავს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შენარჩუნებისა და მათი არასასურველი ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით, შეზღუდვების დაწესებას, მცხეთის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა) დამტკიცებამდე, კერძოდ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

13.  მთავრობა 54699 - 2022 წლის 1 იანვრამდე, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება გათავისუფლდება პროექტით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებისგან ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისგან.

14.  ეკონომიკა 54657 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის იმ ოჯახების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც უკვე არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ფაქტიურად გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ შესაბამისი ოდენობის დეპოზიტის უზრუნველყოფის გზით.

15.  ფინანსები 54604 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს თანხმობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შპს „აკვაჰიდრო“-სთვის სესხის გაცემის თაობაზე.

16.  ეკონომიკა 54768 - მტკიცდება „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

17.  რეგიონული 54767 - პროექტის მიხედვით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შემავალი დასახლებებისათვის აღნიშნული ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 ივნისამდე პერიოდით.
 

ხელმოსაწერი:

  1. 54696 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს 360 000 000 ლარს.
  2. 54653 - მთავრობასთან თანხმდება, „ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  3. 54619 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესში, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის შეტყობინებას არ საჭიროებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილებში ავტობუსის გაჩერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
  4. 54618 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, იმ პირებს, ვისაც ჯიხურის გამოყენების უფლება ჰქონდა, გაუვიდა ვადა ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, გაუხანგრძლივდებათ ჯიხურის გამოყენების უფლება ამავე ვადამდე, 2021 წლის 1 ივლისამდე.

 

პატივისცემით,  

ნათია