მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 54522
-
საგარეო
საქმეთა სამინისტროს
მიეცემა
თანხმობა, განახორციელოს პოლიგრაფიული მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები
54517 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს
360
000
000
ლარს.
- განათლება
54502 - სსიპ -
კოლეჯს „ახალ ტალღა“
მიეცემა თანხმობა განახორციელოს ინტერნეტ მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვა.
- ეკონომიკა
54501 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ქსელების შესყიდვა ელექტრონული
ტენდერის საშუალებით.
- ეკონომიკა
54499 - სსიპ -
წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების
სახელმწიფო შესყიდვა.
- ეკონომიკა
54474 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა,
განახორციელოს
პროექტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვა.
- სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
54458 -
პროექტის თანახმად,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს საკოორდინაციო მექანიზმისათვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2021
წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგნების, პროდუქციის, მცენარეთა მოვლის საშუალებების, ვეტერინარული პრეპარატებითა და ვეტერინარული დანიშნულების საშუალებებით გადაცემას.
- მთავრობა
54454 - საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური უძრავ ქონებას უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონებას
თხოვების ფორმით
გადასცემს თანამშრომელთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
- მთავრობა
54447 - კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიები და მათი საქმიანობის უზრუნველყოფის ფარგლებში
სსიპ
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
გათავისუფლდება ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.
- მთავრობა
54443 - პროექტი ითვალისწინებს
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ,,მიმწოდებლად'' რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ'' საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
- მთავრობა
54442 - სსიპ -
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
განახორციელებს პროექტით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა
54438 - მთავრობასთან თანხმდება
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
- რეგიონული
54436 - თელავის
მუნიციპალიტეტი, 2020 წლის ივლისში თელავის მუნიციპალიტეტში
განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული 30 ერთეული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას 647 906
ლარის
ფარგლებში
განახორციელებს
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით.
- რეგიონული
54435 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2021 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებს
განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- მთავრობა
54431 - მთავრობასთან თანხმდება,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
- გარემო
54395 - პროექტის მიღების შემთხვევაში, მოხდება სახერხი საამქროებისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი ახალი ვალდებულებების გადავადება 2021 წლის 1 აპრილამდე. ასევე გათვალისწინებულია
ფანერის (შპონის) მწარმოებელი სახერხი საამქროებისთვის შემოსაღები რეგულაციების 2021 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედება, რაც მათ გაუადვილებთ
ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
- გარემო
54392 - იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- გარემო
54390 - ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო
განახორციელებს ინტერნეტ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები
54346 - საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო
მიმართავს
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
საერთაშორისო
ბანკს (IBRD)
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
საერთაშორისო
ბანკს (IBRD)
შორის 2016
წლის 28
მარტს
გაფორმებული
სასესხო
შეთანხმების - „შიდასახელმწიფოებრივი
გზების
აქტივების
მართვის
პროექტის“
ფარგლებში
არსებული
სესხის
რესტრუქტურიზაციისა
და
პროექტის
დახურვის
არსებული
ვადის 2023
წლის 30
ივნისამდე
გაგრძელების
საკითხთან
დაკავშირებით
შესაბამისი
ცვლილების
განხორციელების
თხოვნით.
- შსს 54345
- შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ავეჯის
სახელმწიფო
შესყიდვას.
ხელმოსაწერი:
- 54528
- სსიპ
–
სახელმწიფო
ზრუნვისა
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დახმარების
სააგენტოს
მიერ
სახელმწიფო
შესყიდვის
განხორციელებასთან
დაკავშირებით
წინასწარი
თანხმობის
მიცემის
თაობაზე“
საქართველოს
მთავრობის
განკარგულების
პროექტი.
- 54533
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო
შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი
(ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა)
- 54527 -
სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (მარშუტიზატორების შესყიდვა)
- 54591
– მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე
15856.00
კვ.მ
გეგმარებითი არეალის
მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
- 54590
- ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესში, რომლის მიხედვით,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებები (პირის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეგზავნება „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცრებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის
№01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს.
პროექტით
ჩნდება 01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებისთვის ინფორმაციის გადაცემის პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
- 54589
- ცვლილება შედის,
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით,
2021 წლის 1 მარტამდე შესაძლებელი იქნება, რომ საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის
განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის ნაცვლად, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული სერტიფიკატის ასლი, ელექტრონულად ან მატერიალური
ფორმით.
- 54588
- საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების ვადა იზრდება 2022 წლის პირველ იანვრამდე.
- 54587
-ცვლილება შედის სამხედრო სამსახურის დებულებაში, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა
და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილეობის დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა ნაცვლად 148 თვისა განისაზღვრება 160 თვე.
- 54584
- იუსტიციის სამინისტრო
განახორციელებს
შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- 54583
- სპეციალური პენიტენციური სამსახური
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- 54582
- სსიპ −
საზღვაო
ტრანსპორტის
სააგენტოს
მიეცემა
თანხმობა,
2021 წლის საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს უნივერსალური გაზო-ანალიზატორის
სახელმწიფო შესყიდვა.
- 54580
- საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს
მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ტექსტური შტამპების და შტამპების სათადარიგო ბალიშების
სახელმწიფო შესყიდვა.
- 54579
- საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს წიგნის აკინძვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- 54578
- ფინანსთა
სამინისტროს მიეცემა
თანხმობა, განახორციელოს ბეჭდვითი და ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 54577
- იუსტიციის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −
სპეციალური პენიტენციური სამსახური და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 54572 -
საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცემა
უფლება 2021 წლის განმავლობაში
იურიდიული მომსახურებ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,
მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გამოყოფილი, შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
- 54566 -
სსიპ -
ილიას
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით
განახორციელებს
სეისმური
და
გეოდეზიური
ქსელის
განახლებისთვის
საჭირო
აპარატურის
სახელმწიფო
შესყიდვას.
- 54564 -
პროექტის მიხედვით,
საქართველო ოფიციალურად გახდება 2023 წლის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა ,,ITB Berlin
2023“ მასპინძელი ქვეყანა.
- 54563 -
5 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით
განსაზღვრული ვადითა და წესით.
- 54562 -
სპეციალური პენიტენციური სამსახური,
საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ
ძებნილი პირების საქართველოში
ექსტრადიციასთან ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანასთან
დაკავშირებული ავიაბილეთების
სახელმწიფო
შესყიდვას
განახორციელებს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით
20 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
- 54559 -
სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას'' მიეცემა უფლება მის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების
შესყიდვა, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 3 000 000 ლარის ღირებულებით.
- 54558 -
სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვას.
- 54557 -
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- 54555 -
სსიპ - შემოსავლების სამსახური,
განახორციელებს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის სახელმწიფო შესყიდვას.
- 54553 -
სსიპ - შემოსავლების სამსახური
განახორციელებს ზეთის გამათბობლების სახელმწიფო შესყიდვას.
- 54551 -
შპს
„აჭარისწყალი
ჯორჯიას“
პირდაპირი
მიყიდვის
ფორმით,
3724 ლარად,
საკუთრებაში
გადაეცემა
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთები, რაც ხელს შეუწყობს
მდინარე
აჭარისწყალზე,
შუახევის
ჰიდროელექტროსადგურის
კასკადის
მშენებლობასა
და
ექსპლუატაციაში
მიღებას.
- 54560
- მთავრობასთან თანხმდება, სსიპ-სურსათის
ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 54549 -
სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს მიეცემა
თანხმობა განახორციელოს Oracle მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვა.
- 54548 -
სსიპ - შემოსავლების სამსახური, განახორციელებს საოფისე სავარძლების სახელმწიფო შესყიდვას.
- 54524 -
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
მართვის
ცენტრი „112“
სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად.
- 54519 -
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიეცემა
თანხმობა განახორციელოს სანავიგაციო სისტემის საშუალებით ავტომობილების საგზაო მოძრაობის კონტროლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 54512 -
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, არა უმეტეს
13 000.00
ლარის ფარგლებში, განახორციელებს
სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- 54569 -
მთავრობასთან თანხმდება, „საქაერონავიგაციას“ და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ს შორის Entry-Node-ის თხოვების ხელშეკრულების პროექტი.
- 54511 -
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, არა უმეტეს
13 000.00
ლარის ფარგლებში, განახორციელებს
სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- 54505 -
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.
- 54482 -
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
პატივისცემით,
ნათია