From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_17.02.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 17.02.2021 08:14

           მოგესალმებით, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      საგარეო 4728 - მთავრობასთან თანხმდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშ.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

2.      თავდაცვა 4347 - 2021 წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 1068 პირის ოდენობით.

3.      ფინანსები 5204 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის რესურსის 4 065 912 ლარით შემცირებას.

4.      შსს 5190 - ცვლილება შედის, სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესში. პროექტი ითვალისწინებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის თანამშრომლის წასახალისებლად, ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემას.

5.      ეკონომიკა 5149 - ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მიერ 2021 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ყოველი 1 კვტ ელექტრონერგიის რეალიზება 4.3 აშშ ცენტად დღგ-ს გარეშე, ხოლო 2021 წლის პირველი მარტიდან 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით ყოველი 1 კვტ ელექტრონერგიის რეალიზება 4.5 აშშ ცენტად დღგ-ს გარეშე.

6.    ფინანსები 5051 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემას.

7.    ფინანსები 5048 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემ.

 კანონპროექტი


5155 - საქართველოს კანონების პროექტებ: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“


პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივ


             არსი: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიერ შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის დადების/ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის ნაცვლად, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კომისია თავად მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს.



პატივისცემით,  

ნათია