From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.12.20_ხელმოსაწერი საკითხები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 16.12.2020 10:22

           გიგზავნით განახლებულ ინფორმაციას, ამჟერად ხელმოსაწერ საკითხებთან დაკავშირებით:

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 54398 - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის განკარგულების  პროექტი (ცენტრსა და საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრს (ISTC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი - „CBRN CoE Project 53 - ბიოუსაფრთხოებისა და COVID პაციენტებისგან მასალის უსაფრთხოდ აღების სწავლება სამუშაო ადგილზე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის საქართველოში“)
  2. 54411 - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა  თანხმობა, 2021 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს პლანშეტების სახელმწიფო შესყიდვა.
  3. 54409 - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა  თანხმობა, 2021 წლის საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს ქსელის მარშრუტიზატორის სახელმწიფო შესყიდვა.
  4. 54408 - სსიპსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა  თანხმობა, 2021 წლის საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
  5. 54406 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს მის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის მომსახურების (დასუფთავების ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვას.
  6. 54402 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს კვლევასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების (მედია მონიტორინგი) სახელმწიფო შესყიდვას.
  7. 54400 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ − მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი სერვისების მომხმარებლებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფისათვის სსიპ „იუსტიციის სახლისგან“ 2021 წლის განმავლობაში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  8. 54399 - ორი თვის განმავლობაში სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში ფიქსირებული შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხები გაიცემა ჰოსპიტალის მიერ კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების ფარგლებში მობილიზებული სახსრებიდან.
  9. 54396 - ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ), 2021 წლის  1  იანვრიდან  2021 წლის  31  დეკემბრის ჩათვლით  უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა უძრავი და თხოვების უფლებით მოძრავი ქონება, რომელიც  გამოყენებული იქნება წვევამდელთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად.
  10. 54391 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს შიდა სარგებლობის ტროტუარს.  
  11. 54389 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  12. 54387 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  13. 54385 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  14. 54381 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახორციელებს ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალების/წიგნების, საბუღალტრო წიგნების, ფორმების და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების და მარაგების სახელმწიფო შესყიდვას.
  15. 54380 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  16. 54379 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  17. 54352 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს: სატელევიზიო მოწყობილობის გადამცემი სერვისით (IP TV) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 12480.00 ლარის ღირებულების ფარგლებში (დღგ-ის ჩათვლით).
  18. 54351 - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა თანხმობა დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  19. 54350 - საზოგადობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს მიეცემა თანხმობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა გაზარდოს არაუმეტეს 140 ერთეულით.
  20. 54349 - - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, „56 17 - StopCoV ფონდის“ - ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს თანამშრომელთა კომპიუტერული და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ინვენტარის, საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  21. 54323 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლება ეძლევა, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე, ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვისაც.

პატივისცემით,  

ნათია